რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ პირბადისგან გამოწვეულ გამონაყარსა და აკნეს

როგორ გავუმკლავდეთ პირბადისგან გამოწვეულ გამონაყარსა და აკნეს
COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი იარაღი სწორედ პირბადეა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილი გახდა. თუ თქვენ ნიღბისგან გამოწვეული დისკომფორტი, გამონაყარი ან აკნე გაწუხებთ, გახსოვდეთ, მარტო არ ხართ! ამ პრობლემას მსოფლიოში „Maskne“-ს უწოდებენ და მის წინაშე უამრავი ადამიანი აღმოჩნდა. 

სახელწოდება “Maskne” კანის იმ პრობლემების ერთობლიობას აღნიშნავს, რომელთა გამომწვევიც პირბადე შეიძლება გახდეს. ეს პრობლემები კი შეიძლება იყოს:
აკნე - აკნეს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. იმ შემთხვევებში,
როდესაც ფორები იხშობა ცხიმოვანი და მკვდარი უჯრედებით, კანზე გააქტიურებას იწყებენ ბაქტერიები და, საბოლოოდ, მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
როზაცეა - იგივე ვარდისფერი აკნე არის სახის კანის ქრონიკული დაავადება, რომელსაც აქვს არაინფექციური და, ხშირ შემთხვევაში, ანგიონერვოტული ხასიათი.
კონტაქტური დერმატიტი - ვლინდება წითელი გამონაყარით, რომელიც კანთან ამა თუ იმ ნივთიერების კონტაქტის შედეგია. გამონაყარი არც გადამდებია და არც სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელია.
ფოლიკულიტი - დაავადება, რომელსაც ახასიათებს თმის შუა და ღრმა ფოლიკულური ნაწილის ანთება, რაც იწვევს ჩირქოვან ანთებას.
პირბადის ყოველდღიური გამოყენების დროს, რაც პანდემიის პირობებში გარდაუვალი აუცილებლობაა, ჩვენ შესაძლოა ხელი შევუწყოთ მკვდარი უჯრედებისა და ბაქტერიების დაგროვებას, კანთან ხახუნის შედეგად კანის სიწითლესა და გაღიზიანებას, ალერგიული ფონის განვითარებას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პირბადე ხელოვნური ქსოვილისგანაა დამზადებული ან გარეცხილია ტანსაცმლის სარეცხი სურნელოვანი საშუალებით.

როგორ ვუმკურნალოთ პირბადით გამოწვეულ პრობლემებს?
რეგულარულად დაიბანეთ სახე
სახის კანის მოვლის რუტინა ბევრი ქალისთვის ცხოვრების სტილად იქცა, თუმცა, პანდემიის პირობებში, საჭიროა სახის დაბანა პირბადის გამოყენების შემდეგაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ გახასიათებთ ოფლიანობა. მოერიდეთ კანის გახეხვას და აუცილებლად გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი.
გამოიყენეთ გამწმენდი დამამშვიდებელი ეფექტით
გამწმენდი დამამშვიდებელი ეფექტით დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის, ოფლისა და ბაქტერიების მოცილებაში. მოერიდეთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს ალკოჰოლოს. ამ ინგრედიენტმა შეიძლება კანის უფრო მეტად გაღიზიანება და სიმპტომების გართულება გამოიწვიოს.
გამოიყენეთ არაკომედოგენური დამატენიანებელი
პირბადით გამოწვეული პრობლემების დროს მნიშვნელოვანია დამატენიანებლის გამოყენება, რაც შეგიმსუბუქებთ გაღიზიანებას და შეგიმცირებთ ქავილს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გამოყენოთ არაკომედოგენური საშუალებები, რომლებიც არ დაახშობს ფორებს და მისცემს კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას.
დაასვენეთ კანი მაკიაჟისგან
ნიღბით გაღიზიანებულ კანზე ისეთი კოსმეტიკური საშუალებიბს გამოყენება, როგორებიცაა, ტონალური კრემი, კორექტორი, კონსილერი და სხვ., გამოიწვევს ფორების დახშობას, სიწითლეს, ქავილს.. ამიტომ მოერიდეთ მათ მოხმარებას მანამ, სანამ მკურნალობთ გაღიზიანებულ კანს.

სახის რეგულარული დაბანა, სწორი პროდუქტების გამოყენება და თქვენი კანისთვის შესაფერისი პირბადის შერჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ე.წ. Maskne - პირბადით გამოწვეული პრობლემები. მიუხედავად იმ დისკომფორტისა, რასაც სახის ნიღბის ყოველდღიური ტარება გვანიჭებს, გახსოვდეთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად!

სახის რეგულარული დაბანა, სწორი პროდუქტების გამოყენება და თქვენი კანისთვის შესაფერისი პირბადის შერჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ე.წ. Maskne - პირბადით გამოწვეული პრობლემები. მიუხედავად იმ დისკომფორტისა, რასაც სახის ნიღბის ყოველდღიური ტარება გვანიჭებს, გახსოვდეთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93