რჩევები

დიეტოლოგების ახალი დასკვნა - ყავა მეტაბოლიზმს 3-11%-ით ზრდის

დიეტოლოგების ახალი დასკვნა - ყავა მეტაბოლიზმს 3-11%-ით ზრდის
ბოლოდროინდელი კვლევებით კი, დიდი დოზით ყავის მიღებაც კი შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტური.
ყველასათვის საყვარელ სასმელზე არაერთი ცრუ თუ რეალური ისტორია გვსმენია. ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ის სასარგებლოა; ზოგიც გვიკრძალავს ჭარბი რაოდენობით მის მიღებას.

რისი უნდა გვჯეროდეს?

ზომიერი მოხმარება დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას იცავს. ეფექტურია პარკინსონის დაავადებისგან თავდაცვისთვის. მის შემცველობაში არსებული მაგნიუმი კი ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.

ამერიკელი მეცნიერების თქმით, ბევრი ყავაც სასარგებლო ყოფილა. ყავის მოყვარულებში დაქვეითებულია სიკვდილის რისკი მათთან
შედარებით, ვინც ყავას არ სვამს.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხსნადი ყავისგან გამოხატული ეფექტი უფრო ძლიერია.

ყველა თანხმდება, რომ ყავის სასარგებლო თვისებებს, რაც ორგანიზმზე დადებითად აისახება, არათუ კოფეინი, არამედ მის შემცველობაში არსებული პოლიფენოლები განაპირობებს.

ადამიანის ორგანიზმში დილაობით ბუნებრივად გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სიფხიზლეს, სიმხნევესა და სიჯანსაღის შეგრძნებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, დილით

შეკითხვა ექიმს:
- თუ შეიძლება მიპასუხოთ, არის თუ არა კენკრა გოჯი გასახდომად რეკომენდებული და რამდენი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ. მადლობა წინასწარ.
- ყავის დალევა 9-10 საათის შემდეგაა რეკომენდებული - მას შემდეგ, რაც კორტიზოლის დონე სისხლში დაქვეითდება.

ბევრ ქვეყანაში ფინჯან ყავასთან ერთად ჭიქა წყალს მიირთმევენ.

აღიარებულია, რომ შარდმდენი თვისების გამო ყავა ორგანიზმს ტენიანობას აკლებს და მის გაუწყლოებას განაპირობებს, განსაკუთრებით, ზაფხულობით.

გაუწყლოებით კი ტვინი და გული ზარალდება. ეს ინფორმაციაც, როგორც ბევრი მითი ყავის შესახებ, დღეს უკვე სხვაგვარად ჟღერს. თუ თქვენ დღეში 2 ფინჯანზე მეტ ყავას არ მიირთმევთ, ნეგატიურ შედეგებს არ უნდა ელოდოთ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყავა ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი და აქტიურად ებრძის თავისუფალ მავნე რადიკალებს.

სწორედ ამიტომაა, რომ პარკინსონის, დიაბეტისა თუ გულის დაავადებების განვითარების რისკი დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ მას.

ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დღიური ნორმის დიდ პროცენტულობას.
მასში რიბოფლავინი B2 ვიტამინი, ვიტამინი B5, მანგანუმი, კალიუმი, მაგნიუმი და ნიაცინია.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც ყავის შესახებ ამბობენ, არის ის, რომ ის ეხმარება ცხიმების წვას.

დიახ, კოფეინი მეტაბოლიზმს 3-დან 11%-ით ზრდის. კოფეინი ნამდვილად ეხმარება ორგანიზმს ჭარბ წონასთან ბრძოლაში. ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას მიირთმევს, ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი 80%-ით აქვს შემცირებული. კოფეინი ზრდის სისხლში ადრენალინის დონეს, ცხიმოვანი ქსოვილებიდან ათავისუფლებს ცხიმოვან მჟავებს. შესაბამისად, ვარჯიშის დაწყებამდე ყავის მირთმევა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93