მოამზადეთ თვალის პაჩები თქვენივე სამზარეულოში - აუმჯობესებს თვალის გარშემო კანის სტრუქტურას - Marao

მოამზადეთ თვალის პაჩები თქვენივე სამზარეულოში - აუმჯობესებს თვალის გარშემო კანის სტრუქტურას

2021-04-19 16:22:45+04:00


თვალის გარშემო კანი უფრო ნაზი და სათუთია, ვიდრე სახის სხვა მონაკვეთზე. ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გთავაზობთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტს, რომელიც თქვენსავე სამზარეულოში შეგიძლიათ მოამზადოთ.

ნიღბები ოხრახუშით:

• 2 ჩაის კოვზ არაჟანს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ძალიან წვრილად დაჭრილი ან დანაყილი ოხრახუში. წაისვით თვალის გარშემო, ზემოდან დაიფინეთ სველი, გაწურული ბამბის ტამპონები. 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

• შეურიეთ 10 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ცოტაოდენ დარბილებულ კარაქს და შეიზილეთ თვალის გარშემო.

• უბრალოდ დანაყეთ ოხრახუშის ღერები, გამოწურული წვენი წაისვით თვალის გარშემო და ზემოდან ნოტიო ბამბის ტამპონები დაიფინეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილის ნიღბები თვალის გარშემო კანს კვებავს და ჩალურჯებებს აქრობს.

• ყველაზე ადვილია მოხარშოთ კანიანი კარტოფილი, შეაგრილოთ, გაჭრათ ორად და თბილი დაიდოთ თვალებზე 30-40 წუთი.

იხილეთ სრულად

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>