რჩევები

სახელმძღვანელო თმის ლაქის შესახებ: როგორ ავირჩიოთ და გამოვიყენოთ

სახელმძღვანელო თმის ლაქის შესახებ: როგორ ავირჩიოთ და გამოვიყენოთ
ხშირად იყენებთ თმის ლაქს, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენთვის შესაფერისია და ეჭვი გეპარებათ, იყენებთ თუ არა სწორად?
გამოცდილი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი იულია ვინსი გვესაუბრება, როგორ უნდა ავირჩიოთ თმის იდეალური ლაქი თმის ტიპის მიხედვით, რა შეცდომებს ვუშვებთ მისი გამოყენების დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ... 

თითქმის ყველა გოგონას სურვილია, რომ აირჩიოს სრულყოფილი ლაქი, რომელიც მის თმას მოუხდება.
ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ის არის, რომ თმის ლაქი უნდა აირჩიოთ თქვენი თმის ტიპის შესაბამისად.

თუ სწორად აირჩევთ, ეფექტი სწორედ ისეთი იქნება,
როგორი მოლოდინიც გაგაჩნიათ.


თმის ტიპის მიხედვით

  • თქვენი თმის ტიპი: მტვრევადობისკენ მიდრეკილი, სუსტი და უსიცოცხლო იერსახის.
  • რა გჭირდებათ: მსუბუქი თმის ლაქი, რომელიც თმას დაგიფიქსირებთ დამძიმების გარეშე.
  • თმის ტიპი: ხუჭუჭა, ურჩი, რთული ვარცხნილობა.
  • რა გჭირდებათ: მრავალმხრივი ლაქი, რომელიც ტენიანობას წინააღმდეგობას გაუწევს.


  • თქვენი თმის ტიპი: მშრალი, მტვრევადი, არ აქვს ტენიანობა და ბზინვარება.
  • რა გჭირდებათ: ტენიანობის მომნიჭებელი თმის ლაქი, რომელიც თმის სტრუქტურას გააუმჯობესებს.
  • თქვენი თმის ტიპი: სქელი, ძალიან რთული ვარცხნილობა მოცულობისა და თმის რაოდენობის გამო.
  • რა გჭირდებათ: ლაქი ძლიერი ფიქსაციით, რომელიც თმას არ მისცემს დაშლის საშუალებას.


  • თქვენი თმის ტიპი: შეღებილი, ფერის შეცვლისკენ მიდრეკილი.
  • რა გჭირდებათ: თმის ლაქი, რომელიც თმის ფერს არ გაგიღიავებთ და თმას არ გამოგიშრობთ.
  • თქვენი თმის ტიპი: ცხიმიანი, პრიალა, ნაკლები მოცულობის მქონე.
  • რა გჭირდებათ: თმის ლაქი, რომელიც თმას მოცულობას შემატებს.


თმის ლაქი არსებობს ფიქსაციის ხარისხის მიხედვით:

  1. მსუბუქი თმის ლაქი,
  2. თმის ლაქი მყარი ვარცხნილობისთვის,
  3. მოცულობითი თმის სპრეი,
  4. პროფესიონალური თმის სპრეი,
  5. თმის ლაქი ფერადი პიგმენტებით,
  6. თხევადი თმის ლაქი, სპრეი-გელის სახით,
  7. ბრჭყვიალა ლაქი,
  8. მშრალი თმის ლაქი.

როგორი თმის ლაქის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიური, მარტივი სტილის შემთხვევაში?

ყოველდღიური გამოყენებისათვის სჯობს აირჩიოთ ლაქი მსუბუქი ფიქსაციით. თუ უბრალოდ გსურთ, თმა მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურებოდეს, მსგავსი თმის ლაქი საუკეთესო არჩევანია.

რომელი ლაქი არის შესაფერისი საღამოს ვარცხნილობისთვის?

ექსტრაფიქსატორი თმის ლაქი. ამ ტიპის ლაქი უფრო მეტად უნარჩუნებს თმას სიმყარეს, ვიდრე ჩვეულებრივი ლაქი და იდეალურია საღამოს სტილისთვის, როგორიცაა ჰოლივუდის ტალღები ან უფრო რთული კომპოზიციები.



როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი ლაქი, რომელსაც დამცავი კომპონენტები აქვს?

საუკეთესო ლაქი არის ის, რომელიც თმას არ აზიანებს. მაგრამ ამავე დროს, მან შესანიშნავად უნდა დააფიქსიროს ვარცხნილობა. აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ კატეგორიას, შემადგენლობას, რაც ძალიან დაგვეხმარება.

როგორ გამოვიყენოთ თმის ლაქი სწორად და როგორ დავიტანოთ თმაზე?

თმის დაზიანების თავიდან ასაცილებლად (ლაქი ზოჯერ იწვევს თმის მტვრევადობას) თმის ლაქი დაახლოებით 30 სანტიმეტრის მოშორებით დაიჭირეთ და თმაზე ისე მიისხურეთ.
შესხურების დროს თითები მოატარეთ თმას ისე, რომ პროდუქტი თმის ყველა უბანზე დაიტანოთ.

ლაქით, რომელსაც დამცავი კომპონენტები აქვს, მხოლოდ მცირე ზონების მკურნალობა შეგიძლიათ, ასეთ დროს, პროდუქტი პირდაპირ კბილის ჯაგრისზე გადაიტანეთ და ნაზად წაისვით თმაზე.



წყარო: Peopletalk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93