ის გოგონებიც კი, რომლებიც მინიმალურად იყენებენ მაკიაჟს, კოსმეტიკის ჩანთაში ყოველთვის ინახავენ ტონალურ კრემს, თუმცა ცხელ ამინდში ის კანის გაღიზიანებას იწვევს. კანი ვერ სუნთქავს და თითქოს ცხელა მის შიგნით, კრემი დნება და კანი პრიალებს. - რა ვქნათ? ყველაფერი ადვილია: ზაფხულში უარი თქვით ტონალურ კრემზე, ჩვენ კი მოგიყვებით, თუ როგორ გააკეთოთ ეს.
1) სახის გაწმენდა სახლის პირობებში
კანი, რომელსაც არ სჭირდება ტონალური კრემი - სუფთაა. მაშინაც კი, თუ აკნე არ გაწუხებს, კანი პერიოდულად უნდა გაიწმინდო იმისათვის, რომ ფორები გასუფთავდეს და კანის გაღიზიანება აიცილო თავიდან. კვირაში 2-3 ჯერ გამოიყენე სკრაბი, ეს დაეხმარება კანს სისუფთავის შენარჩუნებაში და უფრო ელასტიკურს გახდის მას.
2) მინერალური პუდრა
საუკეთესო საშუალება ტონალურის შესაცვლელად - მინერალური პუდრაა. მაგრამ არსებობს რამდენიმე "მაგრამ" .. პირველ რიგში, ის მაკიაჟს ამძიმებს. ამასთან, ის მხოლოდ მშრალი კანის მქონე გოგონებს უხდება. გამოსავალი მინიმალური დამატენიანებელი პუდრაა. ის ბუნებრივად გამოიყურება და მიმიკურ ნაოჭებშიც არ ჯდება ცუდად.
3) სველი ხელსაწმენდები
თუ სახის კანი დღის განმავლობაში პრიალდება, არ დაიპუდრო სახე, უბრალოდ ყოველთვის თან იქონიე სპეციალური, სახისთვის განკუთვნილი ხელსაწმენდები, რომლებსაც გასაწმენდად გამოიყენებ.
4) გაიკეთე ნიღაბი
კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ დაივიწყო ტონალური კრემი - სახის გამწმენდი ნიღაბია. კანი ბევრად უფრო გლუვი გახდება, თუ ნიღაბს კვირაში 2 - ჯერ გაიკეთებ.
სრულად