ლიკუნა ხაჭაპურიძეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც წარმატებული კარიერა აქვს და უკვე არაერთი ცნობილი ბრენდის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. ლიკუნას სოციალურ ქსელში 120 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და მისი არაორდინარული სტილი, ჩაცმულობა და ექსპერიმენტები ხშირად იმსახურებს კომპლიმენტებს.
მოდელი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა გერმანიიდან და, როგორც თქვა, იქ დაბრუნებას ჯერჯერობით აღარ აპირებს. ლიკუნა თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს ფოტოებს სხვადასხვა გადაღებიდან. შესაბამისად, ხშირად უწევს მძიმე მაკიაჟის ტარება და ექსპერიმენტების ჩატარება თმაზე.
დღეს ლიკუნამ "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემიდან ქალებს თავის მოვლასთან დაკავშირებული არაერთი რჩევა მისცა და სახლში დამზადებული ნიღბების რეცეპტებიც გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა, მოდელი უპირატესობას ავოკადოს, თაფლისა და ლიმონის კომბინაციას ანიჭებს, თმის გაჯანსაღებისთვის კი კვერცხის გულსა და სხვადასხვა სახის ზეთს იყენებს.