დიდი ზომის მკერდი ბევრი ქალისთვის სანატრელი და საოცნებოა. ამისთვის მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ყოველდღიურად ასობით ოპერაცია კეთდება, თუმცა დიდ მკერდს თავისი მინუსებიც აქვს.
- მკერდის ზომას არანაირი კავშირი არ აქვს მგრძნობელობასთან და მის მიმართ ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებას მხოლოდ ვიზუალური მხარე განსაზღვრავს.
- როგორც ცნობილია, დიდი მკერდის მქონე ქალებისადმი სიმპათიას უფრო მეტად ქალები გამოხატავენ, ვიდრე კაცები. კითხვები „ნამდვილია?“, „ოპერაცია გაიკეთე?“ და სხვ. უფრო მეტად სწორედ ქალებისგან ისმის.
- დიდი ზომის მკერდი რამდენადაც მიმზიდველია, იმდენად რთულია სწორი ბიუსტჰალტერის შერჩევა და მორგება. ქალებს ხშირად უჭირთ, მთელი დღის განმავლობაში ატარონ ბიუსტჰალტერი და ეს დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
- მუცელზე ძილი ან სხეულის უკანა ნაწილზე რუჯის მიღება ქალებისთვის, რომელთაც დიდი მკერდი აქვთ, განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ნურასდროს ეხუმრებით მათ ამ მტკივნეულ საკითხზე.
- კომპლიმენტი, რასაკვირველია, ყველასთვის სასიამოვნოა, თუმცა, სანამ მას იტყვით, დაფიქრდით, დიდი ზომის მკერდზე ხაზგასმას ხომ არ სჯობს, ქალი მისი ინტელექტის, გონიერების, მშვენიერების ან კარგად შესრულებული სამუშაოს გამო შეაქოთ?! გაითვალისწინეთ, რომ დიდი მკერდი ყველასთვის მოსაწონი არ არის.