
„განსაკუთრებით ვერ ვეგუებოდი იმას, რომ ჩემს თმას მცენარეების, ციტრუსისა და თუ სხვა სასიამოვნო სურნელი აღარ ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, ამას შევეჩვიე და ახლა

შამპუნის გამოყენებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ლუსი რიდიმ მას შემდეგ მიიღო, რაც წაიკითხა სამეცნიერო კვლევა, რომელშიც ეწერა, რომ შამპუნით ყოველდღიურად სხეულში 515 სახის ქიმიური ნივთიერება აღწევს.

ლუსი რიდი, საკუთარი გამოცდილებით, ყველას ურჩევს, რომ ოთხ დღეში ერთხელ ჩამოიბანონ თმა გამდინარე წყლით, ხოლო კვირაში ერთხელ გამოიყენონ სოდა ან კვერცხის გული. სხვა სასარგებლო რჩევებს ლუსი დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარ ბლოგში აძლევს. სოციალურ ქსელში დასმულმა უამრავმა კითხვამ ის წიგნის დაწერამდე მიიყვანა. წიგნში ლუსი გამოყოფს იმ პროდუქტებს, რომლებითაც შამპუნის ჩანაცვლება შეიძლება. სოდასა და კვერცხის გულთან ერთად, ამ სიაში შედის ლიმონის წვენი და თაფლი. შამპუნზე უარის თქმა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხიმიანი თმის პრობლემა აწუხებს.
