ჰაროლდ ლანსერი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგია, რომელსაც თავის სახის კანს ანდობენ ჯეი ლო, ბიონსე, რიზ უიზერსპუნი, სკარლეტ იოჰანსონი და მიშელ უილიამსი - სია საკმაოდ ვრცელია, თუმცა მთავარი საიდუმლო 13 საკვანძო რჩევაში იმალება.
ყველაფერი 60 წამის პრინციპით
დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი დაბანის შემდგომ. 60 წამში წყლის თხელი ფენა აორთქლებას იწყებს, კანი კი ტენიანობას კარგავს.
არ დალიოთ ეპილაციის წინ
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, თუკი სალონური პროცედურის წინ კოქტეილს ან ჭიქა ღვინოს დალევთ, პროცესი უფრო მეტად მტკივნეული და ნაკლებად ეფექტური იქნება.
არ მოკუმოთ პირი ძლიერად
კბილების ერთმანეთზე ძლიერად ზეწოლის შედეგად ზიანდება კბილის ემალი, პირის კუთხეებში ჩნდება ნაოჭები და ფუჭდება სახის ოვალი. თუკი ღამით ჩვევაში გაქვთ ძილში კბილების ერთმანეთზე ძლიერად დაჭერა, მოკრივეების მსგავსად სილიკონის კაპი შეიძინეთ, ეს ჩვევა კი მალე გადაგივლით.
თმა დაბანამდე დაისველეთ
მანამ, სანამ აუზში ან ზღვაში ჩახვალთ, თმა დაისველეთ სასმელი წყლით. ეს მეთოდი თმის ძირებს შორის მანძილის ამოვსებაში დაგეხმარებათ. შესაბამისად, ზღვის მარილის და ქლორის მოხვედრაც უკვე შეუძლებელი იქნება.
არაჟანი უკეთესია, ვიდრე რუჯის შემდგომ საცხი
რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, არაჟანი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, რომელიც კანის დატენიანებას უწყობს ხელს, რძემჟავა აგრილებს კანს და ამშვიდებს ყოველგვარი ალერგიული ფონის გარეშე. წაისვით 20-30 წუთით და შემდგომ ცივი წყლით ჩამოიბანეთ, დამწვრობის შეგრძნებაც გაქრება.
არ შეიძინოთ ბამბის ბურთულები
თუკი არ გიყვართ ტონალური საცხის თითებით წასმა, გამოიყენეთ მყარი სპონჟი ან ფუნჯი. იგივე ვრცელდება სახის ტონიკზეც. უმჯობესია დაიწვეთოთ ხელისგულზე და ისე დაიბანოთ. ბამბა უფრო მეტს იწოვს, ვიდრე გასცემს. შესაბამისად, ნახევარზე მეტ ტონიკს ტყუილად კარგავთ.
სრულად