რჩევები

რატომ ბერდებიან ფრანგი ქალები გვიან - ხრიკები, რომლებსაც ფრანგები საიდუმლოდ ინახავენ

რატომ ბერდებიან ფრანგი ქალები გვიან - ხრიკები, რომლებსაც ფრანგები საიდუმლოდ ინახავენ
ფრანგი ქალები საკუთარ ასაკს არასდროს მალავენ, რადგან ელეგანტურობასა და ახალგაზრდობას ნებისმიერ ასაკში ინარჩუნებენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრანგი ქალები, საშუალოდ, 2 წლით უფრო მეტს ცოცხლობენ, ვიდრე, მაგალითად, ბრიტანელები, რაც გვარწმუნებს, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული საიდუმლო აქვთ, ეს საიდუმლო კი არა ძვირად ღირებული პროცედურები ან განსაკუთრებული დღისა და ღამის რუტინა, არამედ ელემენტარული ჩვევებია, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აი, რამდენიმე მათგანი:

ნუ დაგენანებათ ფული ხარისხიანი მზის სათვალისთვის

შეგიმჩნევიათ, რომ ფრანგი ქალების უმეტესობა უპირატესობას დიდი ზომის სათვალეს
ანიჭებს? ალბათ, გიფიქრიათ კიდეც, რომ ეს მათ ელეგანტურობასა და იდუმალებას მატებს, თუმცა საქმე მხოლოდ ამას არ ეხება. ასაკთან ერთად, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი იზრდება, სათვალე კი საუკეთესო საშუალებაა, დაიცვათ ის მზის უარყოფითი ზემოქმედებისგან. იდეალურ შემთხვევაში, ჩარჩო მაქსიმალურად ფართო უნდა იყოს. რაც შეეხება ობიექტივს, ყველაზე ეფექტური ულტრაიისფერი დაცვა არის პოლიკარბონატი, CR-39 პლასტიკური ან მინერალური ლინზები, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან. სპეციალური მარკირება, რომელიც მითითებულია სათვალეზე ლაინერზე, აჩვენებს სინათლის გადაცემის პროცენტს. ოპტიმალური დონეა 2-3. რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი? მე-2 დონე გადასცემს ულტრაიისფერი გამოსხივების 18-43%-ს და კარგია ურბანული პირობებისთვის. თუ სანაპიროზე მიდიხართ დასასვენებლად, მაშინ უნდა გამოიყენოთ მე-3 დონე, რომელიც გადასცემს 8-18%-ს. არ იფიქროთ, რომ რაც უფრო მუქია შუშა, მით უკეთ გიცავთ - ეს მითია!

დალიეთ, როგორც სომელიემ

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ალკოჰოლის უკონტროლოდ და რეგულარულად მიღებამ შესაძლოა, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამციროს, მანამდე კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ფრანგი ქალები ალკოჰოლის დიდი მოყვარულები არიან, თუმცა მიირთმევენ ზომიერად, როგორც სომელიე! დალიეთ ნელ-ნელა, მიიღეთ სიამოვნება თითოეული წვეთისგან და ამით თქვენს ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებთ.

მიირთვით ნიორი

ფრანგული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი ინგრედიენტი სწორედ ნიორია, რომელსაც ხორცთან და სალათებთან აქტიურად გამოიყენებენ. ნიორი სავსეა ანტიოქსიდანტებით, ებრძვის დაბერების პროცესს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. რაც შეეხება სუნს, კბილების ჯაგრისით გახეხვა უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად საუკეთესო გზა არ არის, უმჯობესია, დაღეჭოთ ოხრახუშის ფოთლები, პიტნა ან დალიოთ ყავა.

ისადილეთ ფრანგულად

ეს ნიშნავს მაგიდასთან ჯდომას, კონცენტრაციას საკვებზე და არა ტელევიზორზე ან მობილურზე. ეკრანის წინ ჭამა არაჯანსაღი ჩვევაა, რადგან ამ დროს ლუკმას ნაკლებად ვღეჭავთ, ვერ ვაკონტროლებთ სიმაძღრეს და უფრო მეტს ვჭამთ. ფრანგები სადილის დროს, ძირითადად, ერთად იკრიბებიან და მშვიდ, სასიამოვნო გარემოში მიირთმევენ.

მიირთვით მცირე ულუფებით

როგორ შეიძლება ღვინის, ცომეულისა და კრუასანების მოყვარული ერი ჯანმრთელი და გამხდარი იყოს?! ამის პასუხი მარტივია - ისინი მცირე ულუფებით მიირთმევენ. ფრანგების მხოლოდ 7%-ს აწუხებს სიმსუქნე, ეს მაჩვენებელი კი ამერიკელებში 22%-ია. საშუალოდ, ფრანგული სადილი 2-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ამერიკული. ფრანგმა ქალებმა ზუსტად იციან, როდის უნდა გაჩერდნენ!

შეინარჩუნეთ სისუფთავე მაცივარში

ფრანგი დიასახლისები მაცივარს თვეში მინიმუმ 2-ჯერ წმენდენ. ალბათ, ლოგიკურია კითხვა - რა კავშირი აქვს მაცივრის სისუფთავეს ჩვენს ჯანმრთელობასთან? დაბინძურებულ მაცივარში შენახულ საკვებს შეუძლია ჩვენი იმუნური სისტემის შესუსტება. მაცივრის კედლებიდან მავნე ბაქტერიები საკვებზე ხვდება, ჩვენს ორგანიზმში შეღწევის შემდეგ კი ისინი მარტივად იწვევენ უჯრედების დაზიანებასა და ქსოვილების მოწამვლას.

ივარჯიშეთ რეგულარულად

აკვა-აერობიკა ფრანგი ქალების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობია. ის, ასევე, საუკეთესო გზაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. აკვა-აერობიკის დროს თქვენ ნაკლებად იღლებით და, შესაბამისად, უფრო დიდხანსაც ვარჯიშობთ. აკვა-აერობიკა კარგია გულის მუშაობისთვისაც და თქვენ თავად შეგიძლიათ აკონტროლოთ ვარჯიშის ინტენსივობა.

ეცადეთ, იყოთ მშვიდი

ალბათ, შფოთვა ყველა ჩვენგანს აწუხებს და ხშირად საკუთარ თავსაც უმიზეზოდ ვადანაშაულებთ. ეს ნორმალურია, თუმცა უმჯობესია, თუ მისგან თავის დაღწევას ეცდებით. აი, რას აკეთებენ ამისთვის ფრანგი ქალები:
- იცოდეთ, რომ იდეალური არავინაა! იმუშავეთ საკუთარ თავზე, გააანალიზეთ, რა გიქმნით დისკომფორტს და ყველაფერი გააკეთეთ მის გამოსასწორებლად.
- სამყარო არც შავ-თეთრია და არც ნაცრისფერი. სამყარო ისეთია, როგორადაც მის დანახვას ეცდებით!
- მოუსმინეთ თქვენს სურვილებს! მაშინაც კი, თუ შფოთვა გაწუხებთ ან გგონიათ, რაიმეს არასწორად აკეთებთ, მოუსმინეთ საკუთარ თავს და იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93