პლაჟის სეზონის დაწყებისთანავე ყველა გოგო ცდილობს, რაც შეიძლება კარგად გაირუჯოს. მზისგან დამცავი საშუალებების ყიდვის შემდეგ ისინი საათობით წვანან მზის სხივების ქვეშ, რომ მათი კანი უფრო მუქი გახდეს. და მაშინ, როდესაც მიზანი მიღწეულია და ბრინჯაოსფერი რუჯი დაფარავს მთელ სხეულს, ჩნდება მხოლოდ ერთადერთი კითხვა: - როგორ უნდა შეინარჩუნო ფერი?
გთავაზობთ 5 ოქროს რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ რუჯის დიდი ხნით შენარჩუნებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უსაფრთხო გარუჯვის ყველა წესი დაიცავით, იყიდეთ დამცავი კრემები მაღალი SPF-ს დონით, კანმა დიდი რაოდენობით ტენიანობა მაინც დაკარგა. ამიტომ, როგორც კი ზღვის სეზონი დასრულდება, თქვენ უნდა შეივსოთ ტენიანობის ბალანსი. მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, კანი შრება და სწრაფად ბერდება, იქერცლება და კარგავს ელასტიკურობას.
საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ზღვიდან დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ, არის კრემის, რძის ან ლოსიონის გამოყენება, რომელიც შეიცავს ვიტამინებს C, E, პანთენოლს და წყალმცენარეების ექსტრაქტს. კრემები, რომლებიც შეიცავს სტაფილოს, ყავის ექსტრაქტს და გვირილას, არა მხოლოდ კანის დატენიანებას, არამედ გარუჯვის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ეს ნივთიერებები ინარჩუნებს პიგმენტის ფერს.
აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და კომპენსირებადი ეფექტი. ადორის აღმდგენი ლოსიონი - იდეალური ბაზა სახის კრემისთვის ყველა ტიპის კანისთვის. სახის და ტანის მოვლისას გაითვალისწინეთ ფეხებიც. ზაფხულში ფეხის ტერფები განსაკუთრებით საჭიროებს მოვლას. Urelia 50-ის დამატენიანებელი ბალზამი ძალიან კარგია გაუხეშებული ქუსლებისთვის. უარი თქვით ისეთ დამატენიანებლებზე, რომლებიც შეიცავს ლიმონს და თუთას.
ბევრს უყვარს ცხელი აბაზანების მიღება მარილით და სკრაბით, ეს კი ხელს უწყობს გარუჯული კანის ფენის სწრაფად აქერცვლას. დროებით უარი თქვით ტანის დასაბან ღრუბელსა და სკრაბებზე. დაბანის შემდეგ ნუ გაიხეხავთ ტანს უხეში პირსახოცით, სხეული რბილი ქსოვილით გაიწმინდეთ. კონტრასტული შხაპი ხელს შეუწყობს კანის ტონიზირებას, რაც ხელს შეუწყობს კანის აქერცვლის თავიდან აცილებას. შესაბამისად, რუჯი უფრო მეტხანს შენარჩუნდება. შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანის მოვლა.
თუ ყველა წესს დაიცავთ, მაშინ სოლარიუმი არ იქნება მავნე. ეწვიეთ მას კვირაში ერთხელ, 4-5 წუთის განმავლობაში. ეს საკმარისი იქნება რუჯის შესანარჩუნებლად.
ავტორუჯი კანის ფერის შენარჩუნების კიდევ ერთი გზაა. თუ სწორად მოამზადებთ კანს და სწორად დაიტანთ მას სხეულზე, მაშინ ვერავინ შეძლებს განასხვაოს, ბუნებრივად გაირუჯეთ თუ არა.