„ვერავინ ვერასოდეს აკმაყოფილებს სილამაზის კრიტერიუმებს 100%-ით. გარეგნობა არის ბოლო რამ, რაც უნდა დაფასდეს ადამიანში. მთავარია სული.“
მსახიობმა ჯულია რობერტსმა გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც ქალებს სთხოვს, შეწყვიტონ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გარეგნობაზე და უფრო დიდი დრო სულიერი სამყაროს განვითარებას დაუთმონ. ეს მშვენიერი და სასარგებლო გზავნილია ყველასთვის, ვინც უკმაყოფილოა საკუთარი ვიზუალით:
„სრულყოფილება ბევრი ერისა და ქვეყნის დაავადებაა. ჩვენ სახეებს ვიფარავთ ტონალური კრემით, ვიკეთებთ ბოტოქსებს, ვშიმშილობთ „სრულყოფილი“ პარამეტრებისთვის; ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ ის, რისი გამოსწორებაც არ გვჭირდება და ის, რაზეც პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, ყურადღების მიღმა გვრჩება. ეს არის ჩვენი სული, სული, რომელსაც სჭირდება სიფრთხილე, მოვლა და ყურადღება. როგორ შეიძლება ელოდო, რომ ვიღაცა შეგიყვარებს, თუ შენი თავი არ გიყვარს? მინდა, ნათლად გესმოდეთ: არ აქვს მნიშვნელობა, გარეგნულად როგორ გამოიყურებით, თუ შინაგანად სრულიად ცარიელი ხართ. დღეს მინდა ყველას ვუთხრა: არ მინდა მაკიაჟის გაკეთება, რადგან დავიღალე სხვისი სახის ტარებით. დროა, მოვიხსნათ ნიღბები. ვიცი, რომ ნაოჭები მაქვს, მაგრამ მინდა, რომ მიმიღოთ ისეთი, როგორიც ვარ.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელაა იმ კომპანიების ბრუნვა,რომლებიც გარწმუნებენ, რომ დაბერების საწინააღმდეგო არაერთი პროცედურა უნდა ჩაიტაროთ. 21-ე საუკუნის სილამაზის პრინციპები შეიძლება მკაფიოდ განისაზღვროს, როგორც არანორმალური. ეს სტეროიდების სილამაზეა, რომელიც ვირუსივით ვრცელდება მთელ მსოფლიოში. გესმით, რომ ხელოვნური ესთეტიკა მართავს სამყაროს და ილუზიაში გარეგნობის შესახებ გვამყოფებს? მის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ და მივყვეთ ჩვენს ბუნებას, ჩვენ იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ ის სილამაზე, რომელიც დაგვიწესეს. მაგრამ იცი რა? დავიღალე ამით. და მე ვეუბნები ჩემს თავს: გაჩერდი. ყველას მოვუწოდებ, რომ გაჩერდეს და ახსოვდეს, ვინ არის სინამდვილეში, რა უნდა სინამდვილეში.
ვერავინ ვერასოდეს დააკმაყოფილებს სილამაზის კრიტერიუმებს 100%-ით. გარეგნობა არის ბოლო რამ, რაც უნდა დაფასდეს ადამიანში. მთავარია სული. დაიმახსოვრე ეს სამუდამოდ" - წერს ჯულია რობერტსი.