მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მოდელი მათთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.
როგორც ჩანს, თაკოს გამომწერები ყოველდღიურად უსვამენ კითხვებს თავის მოვლანას დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ მან დაწერა, რომ სახის კანს სხვადასხვა საშუალებით უვლის, მათ შორის, იტარებს პილინგს, მეზოთერაპიასა და ბიორევიტალიზაციას. გარდა ამისა, ნიღბებს სახლის პირობებშიც იკეთებს. სპეციალურ პროცედურებს იტარებს თმის სიჯანსაღისთვისაც. კითხვას, იღებს თუ არა რაიმე ვიტამინს, თაკო პასუხობს, რომ ექიმის გარეშე დანამატების მიღება სასურველი არ არის.
ამჯერად კი თაკო ჩხეიძემ გამომწერებს გაუზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უვლის ის თავს და რა პროდუქტებს იყენებს კანისა და თმის მოვლისთვის. „ღამის რუტინა“ - ამ სათურით გამოქვეყნებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ისეთი ლამაზი ხარ, რას ისვამ და რას იკეთებ, მგონი, ვერავინ დაინახავს. ყველაზე საინტერესო თემა უცბად უინტერესო რომ ხდება, ეს ის ვარიანტია” - წერს ეკო ფანგანი. „როგორი ლამაზი ხართ ბუნებრივად, მაკიაჟის გარეშე“, „ამ ქალბატონით იწყება ჩემთვის ქალის სილამაზე დახვეწილობა“, „საოცრად დახვეწილი! „ - აღნიშნავენ კომენტარებში.