რჩევები

როგორ გამოვიყენოთ ფენი თმის ტიპის მიხედვით

როგორ გამოვიყენოთ ფენი თმის ტიპის მიხედვით
თუ ფენს მხოლოდ თმის გასაშრობად იყენებთ, საჭიროა ყველაზე ძლიერი ფენი; მაგრამ თუ თმის გასწორებაც გინდათ, საჭიროა ფენი სამი ფუნქციით:

მაღალი ტემპერატურით - წინასწარ შესაშრობად.

საშუალო ტემპერატურით - გასასწორებლად.

ცივი ჰაერით - დავარცხნილი თმის გასაგრილებლად.

ქიმიურად დახვეული თმის გასაშრობად გამოიყენება ფენი დიფუზიური საცმით, საიდანაც ჰაერის ნაკადი გამოდის დაშლილი და თქვენი კულულები ინარჩუნებს საჭირო ფორმას. დიფუზორი - ეს არის სპეციალური საცმი, რომელიც აღჭურვილია მომრგვალებული "თითებით". ისინი შესაძლოა იყოს სხვადასხვა სიგრძის. რაც მთავარია: მეორდება თავის კონტურები. ეს საშუალებას
იძლევა, რომ ჰაერმა თანაბრად შეაღწიოს თმის ძირებში.

ტალღოვანი თმა

მოკლე და საშუალო სიგრძის ტალღოვანი თმის გასაშრობად გამოიყენება დიფუზიური საცმი მოკლე "თითებით". გრძელი და ხშირი თმისთვის - გლუვი "თითებით". დიფუზორი ღრუიანი "თითებით" დაგეხმარებათ უფრო მოცულობითი ვარცხნილობის შექმნაში. ხვრელები საცმის "თითებში" განლაგებულია გვერდებზე: ამგვარად, ცხელი ჰაერი პირდაპირ არ მიემართება, რაც გამორიცხავს კანის დამწვრობას. თუ აუცილებელია თმის გასწორება, გამოიყენეთ საცმი-დიფუზორი დამვარცხნი მოქმედებით.

გრძელი თმა


სწორი, გრძელი თმისთვის შესაძლებელია მოცულობის მიმცემი საცმის გამოყენება.
როგორ დავიყენოთ გრძელი, ხვეული თმა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ? როგორ მივცეთ ასეთ თმას მაქსიმალური მოცულობა?

სველ, დავარცხნილ თმაზე შეიზილეთ მუსი ან ქაფი საშუალო ან ძლიერი ფიქსაციით, თმის მდგომარეობის შესაბამისად.

შეიშრეთ ზედმეტი სისველე: სწორი თმა დიფუზორის გარეშე, ხვეული - დიფუზორით. ამასთან, საცმი მიმართული უნდა იყოს ზევით, ხოლო თავს ამ დროს სწევენ ქვევით. მიაქციეთ ყურადღება: ამ ეტაპზე თმა ცოტა ნესტიანი უნდა დარჩეს.

სწორ თმას რომ მოცულობა მისცეთ, ფენს მიამაგრეთ დიფუზორი. გააგრძელეთ თმის გაშრობა საშუალო სიჩქარეზე დიფუზორის გადაადგილებით. მოცულობითი კულულების შექმნა ნაწილ-ნაწილ უფრო მოსახერხებელია: ჯერ - თმის ერთი ნაწილი, შემდეგ თანმიმდევრობით მიიწევთ მაღლა.

კულულის გაშრობისას უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუკი მონაცვლეობით იხმართ დიფუზორს და ხელისგულს (კულული მოაქციეთ ხელისგულზე და შეკუმშეთ ხელის თავთან მიტანით).

გაისწორეთ ყოველი კულული დიფუზორით და ხელისგულით. თმის ბოლოებისთვის საბოლოო ფორმის მისაცემად გამოიყენეთ ფენი-ჯაგრისი. ახლა მოდაშია, როცა თმის ბოლოები გარედან ან შიგნიდანაა შეხვეული. შესაძლებელია შერეული ვარიანტიც, რითაც მივიღებთ მშვენიერ საზეიმო ვარიანტს. თმის სამაგრი, რომელიც დაამაგრებს გვერდითა კულულს ან კეფასთან შეკრულ თმას, იქნება საბოლოო შტრიხი სადღესასწაულო გარეგნობაში.

როგორ გავიშროთ?

გასაშრობი თმის ნაწილი მთლიანად დაახვიეთ ჯაგრისზე და მიმართეთ მასზე ჰაერის ნაკადი. დიდი დიამეტრის ჯაგრისი ქმნის მსხვილ ტალღას, ვარცხნილობა დიდხანს ძლებს.
ვარცხნილობები მსხვილი ტალღებით ადვილად კეთდება და ტრანსფორმირდება საზეიმო ვარიანტებად.

საშუალო სიგრძის და გრძელი თმა

ნაბიჯი 1. დახარეთ თავი. თმა ჩამოუშვით დაბლა.

ნაბიჯი 2. ახლა, ჰაერით შებერვასთან ერთად, ივარცხნეთ ჯაგრისით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით - უკნიდან წინისაკენ.

ნაბიჯი 3
. როდესაც თმა ნახევრად გაშრება, ასწიეთ თავი და მიეცით ვარცხნილობას დასრულებული სახე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93