რჩევები

"2021 წელს მაკიაჟის სამყაროში თავისუფლების, სიგიჟისა და დაუმორჩილებლობის აფეთქება მოხდა" - ვიზაჟისტი კესო არახამია მაკიაჟის საშემოდგომო ტენდენციებსა და სახლში შესასრულებელ მარტივ ხრიკებს გვიზიარებს

"2021 წელს მაკიაჟის სამყაროში თავისუფლების, სიგიჟისა და დაუმორჩილებლობის აფეთქება მოხდა" - ვიზაჟისტი კესო არახამია მაკიაჟის საშემოდგომო ტენდენციებსა და სახლში შესასრულებელ მარტივ ხრიკებს გვიზიარებს
წელს მაკიაჟის შემოდგომის ტენდენციებიც ისევე განსხვავებულია, როგორც მთლიანად პანდემიური 2021 წელი. ფერადი ისრები, გეომეტრიული ფიგურები - ეს არის ის, რაც თვალში ყველაზე მეტად გხვდება.

2021 წლის შემოდგომის მაკიაჟის ტენდენციებზე გვესაუბრა ვიზაჟისტი კესო არახამია და აგრეთვე, სახლში შესასრულებელი მარტივი ხრიკებიც გვასწავლა:

- კესო, რითი განსხვავდება 2021 წლის შემოდგომის ტენდენციები წინა წლებისგან?

- 2021 წელს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაკიაჟის სამყაროში თავისუფლების, სიგიჟის და დაუმორჩილებლობის აფეთქება მოხდა…
წინა წლებთან შედარებით, სადაც აქტუალური იყო პასტელური ფერები და ბევრი
ბზინვარება, ახლა ბევრად თავისუფალი, არაორდინარული და თამამი 2021 წლის ტენდენციები გვაქვს… კოვიდპანდემიის პირობებში იმდენი დრო დაკარგა სამყარომ უქმად, რომ ამ ყველაზე ლამაზ და განსაკუთრებულ სფეროში მოსალოდნელი იყო მსგავსი ვულკანები.




- რა ფერებია შემოდგომაზე აქტუალური?

- ნებისმიერი ფერი, „ელექტრიკი“ ფერები. შეიძლება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყოს ტანსაცმლის ლუქიდან „მეიქაფი“, მაგრამ პრობლემას აღარ წარმოადგენს. შემოდგომის ფერები ამ ტენდენციებმა მაინც ვერ გადაფარა და ისევ აქტუალურია ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, მწვანე...

2021 წლის შემოდგომის ტენდენციებმა მწვერვალები დაიპყრო! ტენდენცია გულისხმობს გეომეტრიული ფიგურებით შექმნილ ლუქებს, რომლებიც უბრალოდ საოცარია! შესაძლოა თვალის ქუთუთოზე გავლებული ფერადი ე.წ. ლაინერის ხაზი აბსოლუტურად სრულყოფილი და შთამბეჭდავი შედევრი იყოს! არაორდინარული და ჩარჩოებს გაცდენილი მაკიაჟის „ლუქები“ საკმაოდ აქტუალური გახდა თინეიჯერული სერიალი” ეიფორიას “ შემდეგ, სადაც წარმოდგენილია ტრენდული, გემოვნებიანი და არასტანდარტული „ლუქები“…


- საქართველოში ამ ტენდენციების ფეხის ხმას რამდენად აჰყვნენ?

- საქართველოში გემოვნებას და ტრენდულ ცვლილებებთან ადაპტაციას არ ვუჩივით და შესაბამისად, ჩვენთანაც საკმაოდ აქტუალურია მსგავსი მაკიაჟი და მომხმარებლის მოთხოვნით მეც ხშირად მიწევს მათი გაკეთება. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა სამყაროს უკიდეგანო ცვლილებების და განვითარების თანამოზიარე და თანამონაწილე ხდები… მახსოვს, პანდემიის პერიოდში კარანტინში ვიყავი, ეზოში პაწაწინა ყვავილები დავკრიფე და ჩემთვის საყვარელი მეიქაფი შევქმენი, რომელიც ყოველთვის გამახსენებს იმ ცუდ პერიოდს, მაგრამ იმასაც, თუ როგორი ძლიერები და შეუპოვრები ვართ ადამიანები.



- კესო, რამდენად შესაძლებელია სახლის პირობებში მაკიაჟის ხელოვნების დაუფლება?

- დღეს უამრავი გოგო სახლის პირობებში საკმაოდ კარგად დაეუფლა მაკიაჟის ხელოვნებას და ნამდვილად სასიამოვნოა ჩემთვის უსაყვარლესი სფეროს ასეთი სწრაფი ტემპით განვითარება…

- მაშინ გაგვიზიარე რამდენიმე ხრიკი, რომლებიც შეგვიძლია თვითონ შევასრულოთ...

- სახლის პირობებში უამრავი პატარ-პატარა ხრიკი არსებობს, რომლებიც ყველა გოგონასთვის იქნება საინტერესო და შემიძლია რამდენიმე გაგიზიაროთ:

1. უბრალო შავი ფანქრით, რომელიც დარწმუნებული ვარ, სახლში ყველას მოგვეპოვება, შეგვიძლია გავიკეთოთ ე.წ. სმოუქი, ზედა და ქვედა ქუთუთოზე დავიტანოთ სქლად და შემდგომ ფუნჯით წრიული მოძრაობით გავბლენდოთ.
2. წითელი ტუჩსაცხი შესაძლებელია ჩავანაცვლოთ ბლაშით... ყვრიმალზე ცოტა რაოდენობით ტუჩსაცხს დავიტანთ და ფუნჯით ან თითის წრიული და ნაზი მოძრაობით გადავინაწილებთ.
3. ძალიან შემიყვარდა და შევეჩვიე “ჭორფლებს”, რომლებიც შეგვიძლია წარბის ფანქრით იდეალურად დავიხატოთ!


ავტორი: ხათუნა კორთხონჯია



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93