რჩევები

„მინის კანი“ - კორეელი ქალების საიდუმლო

„მინის კანი“ - კორეელი ქალების საიდუმლო
თუ ოდესმე ერთი კორეული ფილმი მაინც გინახავთ, ალბათ, თქვენთვის ნაცნობია თავსატეხი, რამდენი წლისაა ქალი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ - 16-ის? შეიძლება 36-ის? სინამდვილეში კი ის შეიძლება 56 წლისაც კი იყოს... როგორ ახერხებენ კორეელი ქალები, რომ ისინი არა 10 ან 15, არამედ ხშირად 30 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან?

კორეული კოსმეტიკის ბუმმა მთელ მსოფლიოში აიძულა ქალები, გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას კანის მოვლისადმი. „მინის კანი“ - ასე მოიხსენიებენ კორეელი ქალები კანის იდეალურ სტრუქტურას. მათი სახე ყოველთვის თანაბარი ტონის, შეუმჩნეველი ფორებით
და ყველაზე გამოხატული ბზინვარებით გამოირჩევა. ამის საიდუმლო კი არა მხოლოდ სილამაზეში, არამედ გონიერებაშიცაა. კორეელი ქალები იყენებენ კოსმეტიკას მსუბუქი ტექსტურით სახის კანის მოვლისას, მაგრამ ისინი მას დღეში რამდენჯერმე და რამდენიმე ფენად იყენებენ. ისინი დილით ადრე იღვიძებენ, რათა პილინგის გაკეთება და კანის საგულდაგულოდ გაწმენდა მოასწრონ. შემდეგ ისინი იყენებენ გელს, შრატს, მკვებავ კრემს... ეს ხანგრძლივი პროცესია და სამსახურში წასვლამდე ათი წუთით ადრე ამას ნამდვილად ვერ მოასწრებთ. სხვათა შორის, ისინი იყენებენ ჰიალურონის მჟავას ან ვიტამინ C-ზე დაფუძნებულ შრატს, რაც კანს ბრწყინვალებას ანიჭებს.



უნდა გახსოვდეთ, რომ კანის მოვლის ასეთი რუტინის შემთხვევაში, განსაკუთრებით უნდა დაიცვათ თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მიუხედავად იმისა, რომ კორეული მეთოდი მრავალსაფეხურიანია და, დიდ დროსთან ერთად, ენერგიასაც მოითხოვს, გჯეროდეთ, რომ ამით თქვენი კანი ჯანსაღ იერს შეიძენს და მუდმივად გახდება კომპლიმენტების საბაბი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93