რჩევები

სილამაზის 10 ხრიკი, რომლებიც კაცებს მიმზიდველად მიაჩნიათ

სილამაზის 10 ხრიკი, რომლებიც კაცებს მიმზიდველად მიაჩნიათ
უცხო არ არის, რომ ქალები და კაცები სილამაზეს განსხვავებულად აღიქვამენ. მაკიაჟი, რომელიც ათასობით ქალის მოწონებასა და კომპლიმენტს დაიმსახურებს, კაცისთვის შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეს, ან მან უბრალოდ წარბი აწიოს და თქვას, რომ კარგია. ამ დაკვირვების საფუძველზე, ქვემოთ წაიკითხავთ 10 ხრიკს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ, გამოიყურებოდეთ მომხიბვლელად როგორც ქალების, ისე კაცების თვალში:



ტუჩის ბუნებრივი ფერი
წითელი ტუჩსაცხი ბევრ მამაკაცს ზედმეტად ვულგარულად ეჩვენება. მათ უმეტესობას არ მოსწონს „გლოსი“, ტუჩსაცხის პრიალა ეფექტიც. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი ფერების ტუჩსაცხებს, რომლებიც, ერთი მხრივ,
თქვენს სახეს უფრო ნათელს ხდის, მეორე მხრივ კი ბუნებრივ იერს ანიჭებს.

აპრეხილი წამწამები

ყოველთვის გამოიყენეთ ტუში, მაშინაც კი, თუ მაკიაჟის გაკეთებას არ გეგმავთ - ხშირი და აპრეხილი წამწამები მამაკაცებს ძალიან სექსუალურად ეჩვენებათ. გარდა ამისა, სწორედ ისინი ხდიან თქვენს სახეს უფრო გლამურულსა და ელეგანტურს.

ღია ფერის რუჟი

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბრინჯაოსფერი ლოყები, რომლებიც ასე გულმოდგინედ შეიღებეთ, რომ ჟიზელ ბუნდჰენს დაემსგავსოთ, კაცებს იშვიათად მოსწონთ. ფუნჯის ერთი შეხებით შექმნილი ღია ვარდისფერი რუჟი კი სასწაულებს ახდენს. ის სახეს ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს. მამაკაცი, რა თქმა უნდა, არ გეტყვით კომპლიმენტს - "რა მშვენიერი რუჟი აირჩიე!" მაგრამ ის აუცილებლად დააფასებს ამას ინტუიციურად.

სახის ბზინვარება

ყველაზე სექსუალური ხრიკი არის სველი სიპრიალის გამოყენება, რომელიც შეიძლება წაისვათ სახეზე თვალის ჩრდილით ან ჰაილაითერით. ჰაილაითერის გამოყენებით თქვენს სახეს უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენთ. მისი წასმა ტუჩთან და წარბებთანაც შეგიძლიათ.

წითელი ლაქი

კაცების უმეტესობას ამ ფერის ლაქი ყველაზე სექსუალურად მიაჩნია, მაშინაც კი, თუ თქვენ დაიღალეთ თქვენი ფრჩხილების იმავე ფერით დიდი ხნის განმავლობაში შეღებვით, გამოსავალი მხოლოდ ერთია - ექსპერიმენტი ჩრდილებით.

„ფრენჩი“

მარადიული კლასიკა - ფრანგული მანიკური, რომელიც ყველაზე ბუნებრივად გამოიყურება. სამწუხაროდ, თქვენ ვერ ნახავთ მას ამ სეზონის ტენდენციების სიაში - მოდის მოყვარულებისთვის ის უკვე კარგად მოძველებული ტრენდია, მაგრამ ბიჭებისთვის ის კვლავ მომხიბვლელ ელემენტად ითვლება.

ჰოლივუდის ხვეულები

მსოფლიოში ბევრი ქალია, მათ შორის ვარსკვლავებიც, რომლებსაც მოკლე თმა ბევრად უხდებათ, ვიდრე გრძელი, მაგრამ! ბიჭებს ამის შესახებ არაფერი გაუგიათ. კლასიკური ჰოლივუდის ტალღები, რბილი და ბუნებრივი, მათთვის კვლავ ყველაზე სექსუალური ვარცხნილობას. სასაცილოა, მამაკაცის ჟურნალებშიც კი ლამაზმანების 90%-ს გრძელი ხვეული თმა აქვს.

სუნამო ყვავილების არომატით

კაცებს უჭირთ, გაიგონ, რა იმალება რთული, ეგზოტიკური და განსხვავებული სუნამოების მიღმა. მათ შეიძლება უბრალოდ უარყონ თქვენი გემოვნება და ეჭვიც კი შეიტანონ მასში, ამიტომ, პირველ პაემანზე გამოიყენეთ მარტივი, რბილი და ნეიტრალური ყვავილების სურნელი.

თვალის „ლაინერი“

„ლაინერი“ მოხდენილად უნდა გამოიყურებოდეს - არც სქლად, არც თხლად. ფორმა, რომელიც ხაზს უსვამს თქვენი თვალის ჭრილს და მას კიდევ უფრო მეტ სექსუალურობას ანიჭებს, კაცებისთვის განაკუთრებით მომხიბვლელად გამოიყურება.

ზომიერი რუჯი

ცნობილია, რომ ზომიერად გარუჯული სხეული ბევრად უფრო მიჯმზიდველია, თუმცა გახსოვდეთ, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ჯანმრთელობა კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა. ასე რომ, თუკი გსურთ რუჯის მიღება, აუცილებლად დაიცავით ზომიერება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93