რჩევები

ჰელოუინის მარტივი მაკიაჟის იდეები გოგოებისთვის - საშიში და ფერადი იდეები მისტიური საღამოსთვის

ჰელოუინის მარტივი მაკიაჟის იდეები გოგოებისთვის - საშიში და ფერადი იდეები მისტიური საღამოსთვის
ოქტომბრის დასასრული მისტიური დღესასწაულის, ჰელოუინის გარეშე წარმოუდგენელია, ოქტომბრის ბოლო შაბათი-კვირა მსოფლიოში ჰელოუინის აღმნიშვნელი კვირაა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გოგოები და ბიჭები სპეციალური კოსტუმებითა და გრიმით ამ დღეს ბევრ ტკბილეულს მიირთმევენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. გთავაზობთ ჰელოუნისთვის მარტივი მაკიაჟის იდეებს, რომელიც ამ შაბათ-კვირას გამოგადგებათ.


პირველი არჩევანი თვალის ქვევით ხელოვნური, წითელი, ცრემლებია, რომელსაც ძალიან მარტივი გასაკეთებელია და გოგოებს ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას აუცილებლად გამოგადგებათ. ამ მაკიაჟს სულ შავი სამოსი და ქაოსურად დახვეული თმა მოუხდება. 

კოლუნის მაკიაჟი ჰელოუნის ტრენდული არჩევანია, მისი დახატვა კი არც ისე რთულია, თეთრი სახე, წითელი ხაზები და კლოუნის იერი თქვენია. 


რას იტყვით სადა, პატარა ყურებსა და მკვეთრ ფერებზე? ჰელოუინზე ეს მაკიაჟიც მარტივი გადაწყვეტაა, რომელიც განწყობას შეგიქმნით, იერს შეგიცვლით და ჰელოუინზე თავის როლსაც შეასრულებს. 


მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცით როგორი
მაკიაჟი გინდათ მისტიურ საღამოსთვის, მაშინ ობობის ქსელებს მიმართეთ. ეს მაკიაჟი ყველა სახის ფორმასა და ჩაცმის სტილს უხდება და რაც მთავარია, წელსაც ტრენდულია. 


კლოუნების მოყვარულებმა შეგიძლიათ მაკიაჟის გაკეთებას მცირედით მეტი დრო დაუთმოთ და ეს სტილი სცადოთ. ვარდისფერი ფერები და შავი კანტები საშიშ, ცოტა მისტიურ და დღესასწაულისთვის შესაფერის იერს ქმნის და ჰელოუნის საღამოს ზუსტად შეეფერება. 


ბოლო არჩევანი გედია, კლასიკური, ელეგანტური გედი, რომელიც ნაზი სტილის მოყვარულებს გამოგადგებათ. სცადეთ გედის მაკიაჟი აიწიეთ თმა და გვირგვინი არ დაგავიწყდეთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93