სილამაზის სამყარო ყოველ დღე ახალ ტენდენციას გვთავაზობს, მაგრამ ის, რასაც ამ სტატიაში ამოიკითხავთ, უცნაურად მოგეჩვენებათ. სულ უფრო მეტი ვარსკვლავი ჩნდება კამერების წინ ე.წ. გაფუჭებული მანიკიურით, ფრჩხილებით, რომელიც, ერთი შეხედვით, მოსაწესრიგებელს ჰგავს, თუმცა არა! ეს სრულიად ახალი ტრენდია!
ითვლება, რომ გაფუჭებული მანიკური ტრენდად ნიუ-იორკის 2020-2021 AW Fashion Week-მა აქცია. სტილისტებმა გადაწყვიტეს საზოგადოების ყურადღების მიქცევა რაღაც უჩვეულო, არაორდინალური ჟესტით, სწორედ ამიტომ, მათ სილამაზის სფეროში კოშმარად აღირებული ფენომენი ტრენდად აქციეს. ახლა ამაყად შეგიძლიათ ატაროთ მინიკიური, რომელიც დიდი ხნის შესასწორებელია და თუ ვინმე ამის გამო გაგკიცხავთ, ანახეთ მათ არაერთი ვარსკვლავის ფოტო.
ბელა ჰადიდი ერთ-ერთია, ვინც ეს ტრენდი მოირგო და საზოგადოებაში ამაყად გამოაჩინა „გაფუჭებული მანიკიური“. ლოგიკურია, რომ მისი დიზაინი მალევე გახდა მოდური, რადგან ბელას უამრავი თაყვანისმცემლისთვის მისი სტილი შთამაგონებელია.
ყველა უცნაური ისაა, რომ ამ ტრენდის დიდ მოყვარულთა სიაში უფრო მეტი კაცია. როგორც ჩანს, მათთვის ეს მარტივი და არასტანდარტული დიზაინი საკუთარი სტილის გამოკვეთის საუკეთესო საშუალებად იქცა. „გაფუჭებული მანიკიურით“ კამერების წინ ხშირად ჩნდება თინეიჯერების საკულტო მომღერალი, ჰარი სტაილსი. ჰარისთან ერთად, ეს ტრენდი მომხიბვლელია ჯონი დეპისთვის, ჯარედ ლეტოსთვის, მაკოლეი კალკინისთვის...
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრენდს წინ უსწრებდა 2000-იან წლებში გავრცელებული „მარმარილოსებური“ მანიკიური, რომელიც ასევე ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი დიზაინი იყო. არასრულყოფილი მანიკიური აქტუალური იყო ჯერ კიდევ 2011 წელს მარია გრაჩვოგელის, მასიმო რებეკისა და ქეროლაინ ჩარლზის ჩვენებებზეც.
თუკი ფირს თითქმის 20 წლით უკან გადავახვევთ და 2003 წელში დავბრუნდებით, ფილმის „ჩარლის ანგელოზების“ პრემიერას მივადგებით. კამერონ დიასის ფრჩხილებმა მაშინ საზოგადოება აალაპარაკა, ერთი მხრივ, მას შეიძლება არ ჰქონდა დრო მანიკიურის მოსაწესრიგებლად, მეორე მხრივ კი, უახლესი ტრენდი სწორედ მან დანერგა და ჩვენ ეს სათანადო დროს ვერ შევნიშნეთ... რაც უნდა მომხდარიყო, თეთრი აქსესუარის ფონზე მისი ფრჩხილები ბევრისთვის დღემდე ღამის კოშმარია.
1991 წელს გამოვიდა კრის აიზეკის ვიდეო Wicked Game, რომელიც გადაღებულია დუოქრომული ესთეტიკით. მისი რეჟისორი იყო ფოტოგრაფი ჰერბ რიცი, რომელიც სპეციალიზირებული იყო მოდის ფოტოგრაფიაში და ვარსკვლავების პორტრეტებში, ისევე როგორც ჩვენი დროის ყველაზე საკამათო რეჟისორი, დევიდ ლინჩი, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უყვარდა სიმბოლოები და გამოცანები. ვიდეოს გმირი, რომელსაც სუპერმოდელი ჰელენა კრისტენსენი ასრულებს, სცენიდან სცენამდე არაერთხელ ჩნდება კადრში „გაფუჭებული მანიკიურით“ - ნუთუ ეს სწორედ ლინჩის მიერ დამკვიდრებული ტრენდია?
თუ გსურთ, რომ ტრენდს არ ჩამორჩეთ და ეს ორიგინალური დიზაინი თავადაც მორიგოთ, ამისთვის ორი მარტივი ხერხი აირსებობს: პირველი - გაიკეთეთ მანიკიური ჩვეულებრივად და დაელოდეთ, სანამ ის არ აიქერცლება, მეორე - გაიკეთეთ მანიკიური ჩვეულებრივად და შემდეგ ხელსახოცის საშუალებით მოიშორეთ ისე, რომ აქერცლილის ეფექტი მიიღოს.