რჩევები

10 ყველაზე ტრენდული დიზაინი მანიკიურისთვის 2022 წელს

10 ყველაზე ტრენდული დიზაინი მანიკიურისთვის 2022 წელს
ახალი წელი უკვე ახლოსაა და თუ სადღესასწაულო მანიკიური ჯერ არ შეგირჩევიათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. აქ ნახავთ 10 ყველაზე ტრენდულ დიზაინს მანიკიურისთვის, რომელთა დახმარებითაც საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აიმაღლებთ.

ოქროსფერი მანიკიური ფიფქებით
ოქროსფერი ლაქი თოვლის თეთრ ფიფქებთან ერთად - როგორც ჩანს, უფრო მეტად საახალწლო მანიკიურის მოფიქრება უბრალოდ შეუძლებელია. თუ ამ დიზაინს გაიმეორებთ, აუცილებლად დაიმსახურებთ მეგობრების კომპლიმენტებს.



წითელი ფიფქები
ვინ თქვა, რომ ფიფქები თეთრი უნდა იყოს? მანიკიური იძლევა ფანტაზიის რეალურ შესაძლებლობებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ
ჩაატაროთ სასურველი ექსპერიმენტი, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიფქები, არამედ დიზაინი საახალწლო ტკბილეულის სტილში, რაც ყველასგან გამოგარჩევთ.

ვერცხლისფერი რკალები
ახალი წელი ოქროსფერთან ასოცირდება და ზამთარში ბევრი ადამიანი მანიკიურისთვის სწორედ ამ ჩრდილს ირჩევს, მაგრამ ეს უკვე მოძველებულია… გირჩევთ, გააკეთოთ ვერცხლისფერი რკალები და დაიტანოთ მბზინავი ფიფქები ან ვარსკლვალები, მანიკიური იქნებანათელი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან დელიკატური!

ჰოლოგრაფიული ფიფქები
გთავაზობთ ფიფქების მოდერნიზებას და დამზადებას "გატეხილი მინის" სახით. ჰოლოგრაფიული სტიკერები ნეიტრალურ ლაქზე გამოიყურება ძალიან ელეგანტურად და ქმნის სადღესასწაულო განწყობას.

შავი ფიფქები
ბუნებაში, ყველა ფიფქი განსხვავებულია და, მით უმეტეს, ფრჩხილის დიზაინში. იყავით გამბედავები, გამოიყენეთ სასურველი ფერი და შეცვალეთ ფორმები! შეავსეთ მანიკიური მბზინავი ლაქით და საახალწლო განწყობა გარანტირებული გექნებათ,

გამჭვირვალე ბრჭყვიალა მანიკიური
ეს ბევრი ქალის საყვარელი დიზაინია. გამჭვირვალე ფრჩხილებს აუცილებლად დაამატეთ ბზინვარება და ვერცხლისფერი ფიფქები. თეთრ ლაქთან ერთად, ეს მბზინავი აქცენტები თქვენს მანიკიურს უნიკალურს გახდის!

ფიფქები სუფთა ფრჩხილებზე
თქვენ არ გჭირდებათ ლაქი ამ მანიკიურისთვის - უბრალოდ დახატეთ რამდენიმე ფიფქი თითოეულ ფრჩხილზე. ან შეგიძლიათ გაამარტივოთ თქვენი დავალება და გამოიყენოთ სტიკერები ან შტამპი. ცოტა ფანტაზია და თოვლი თქვენს ფრჩხილებზე გარანტირებულია!



მინიმალისტური ფიფქები
ჩვენ გთავაზობთ კიდევ ერთ იდეას უფრო ნეიტრალური დიზაინისთვის: აირჩიეთ ბაცი ფერის ლაქები, როგორც ძირითადი საფარი და დახატეთ მასზე რამდენიმე ფიფქი. მანიკური გამოიყურება წარმოუდგენლად ქალურად და, რაც მთავარია, ადვილად მოერგება ნებისმიერ ლუქს.

ვერცხლისფერი ნაცრისფერ ლაქზე
ყველაზე ელემენტარული მანიკურიც კი შეიძლება საახალწლოდ იქცეს. ფრჩხილის ბოლოებზე წაისვით ვერცხლისფერი ბრჭყვიალა ლაქი, ერთ რკალზე კი მოცულობითი ფიფქი დახატეთ. ლაქის ლურჯი-ნაცრისფერი ელფერი მანიკურს ზამთრისთვის მოდურს და უჩვეულოს გახდის.

„ნაქსოვი სვიტერი"
მინიმალიზმის მოყვარულებს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ ცნობილი „ნაქსოვი სვიტერის" დიზაინის ამ ვარიაციით. შემთხვევა, როცა ყველაფერი მარტივია, მაგრამ ელეგანტური: ორი ფართო წითელი ჰორიზონტალური ზოლი აუცილებლად შექმნის საახალწლო განწყობას!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93