ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნანიკო ხაზარაძე გამომწერებს რჩევას აძლევს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „ახლა გავიკეთე სახის შეიპინგი, კეთდება ხელით, ნახეთ ჩემი კანი... ცოტა წითელი ვარ, თუმცა პროცედურის შემდეგ ეს ნორმალურია. ქალებო 40-ის ზევით, გირჩევთ“ - წერს ნანიკო ხაზარაძე.