მკერდის ზომის ბუნებრივად გაზრდა ნაკლებსავარაუდოა. რეალურად, მკერდის ზომის და ფორმის შეცვლა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რადგან მკერდის ზომას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, გენეტიკა, ცხოვრების სტილი, ჰორმონები, სხეულის ინდექსი და ორსულობაც კი.
თუ გეგმაში არ გაქვთ მკერდის ზომის ქირურგიული გზით გადიდება, ალბათ, დაგაინტერესებთ მისი ფორმის ბუნებრივი საშუალებებით შეცვლის მეთოდები. ქვემოთ მოყვანილი სპეციფიკური ვარჯიშების შესრულებით, შესაძლებელია გულმკერდის კუნთების ზომის, სიძლიერის და მთლიანი გარეგნობის გაუმჯობესება.
ჩვენ გასწავლით 7 სახეობის ვარჯიშს, რომელთა გამეორება როგორც დარბაზში, ასევე სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. აღნიშნული ვარჯიშების სისტემატური შესრულებით კი გაიძლიერებთ მკერდის კუნთებს. ძალისმიერი ვარჯიში ძალიან კარგი საშუალებაა გულმკერდის კუნთების საერთო შეხედულების გასაუმჯობესებლად. მართალია, მკერდის ზომა არ შეიცვლება, თუმცა საერთო ხედი მეტად მიმზიდველი გახდება.
მკერდი აგებულია ცხიმოვანი, ჯირკვლოვანი და დამხმარე ქსოვილებით. ცხიმოვანი ქსოვილი დიდწილად განსაზღვრავს მკერდის ზომას. ამიტომაც, შესაძლოა, წონაში მომატებით მკერდის ფორმები საგრძნობლად შეგეცვალოთ, თუ ცხიმოვანი ქსოვილის დიდი რაოდენობა გექნებათ.
კვლევების მიხედვით, მკერდის ზომასა და ფორმაზე დიდ გავლენას ასაკი ახდენს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 40-დან 85 წლამდე ასაკის 269 მონაწილიდან 61%-ს მკერდის ზომა მენოპაუზის შემდეგ შეეცვალა (გაეზარდა), ხოლო 20%-ს მკერდის ფორმის ცვლილება აღენიშნებოდა.
ფაქტია, რომ ორსულობისას მკერდის ზომა საგრძნობლად იმატებს. ამის მიზეზს წარმოადგენს ჰორმონი პროგესტერონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობის დროს. ორსულობის პერიოდში გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინიც, რომელიც რძეს წარმოქმნის და იწვევს მკერდის ზომის ზრდას.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც 559 ქალი მონაწილეობდა, მშობიარობის შემდეგ მკერდის ზომის შემცირება 21,8%-ში დაფიქსირდა, ხოლო ზრდა 31,5%-ში.
თუ ძალისმიერი ვარჯიში თქვენი ფიტნეს რუტინის ნაწილია, დიდი შანსია, რომ შეამჩნიოთ გარკვეული დადებითი ცვლილებები კუნთების საერთო ზომაში. ეს იმიტომ ხდება, რომ მძიმე წონებით ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ზრდა, ხოლო გულმკერდის კუნთების ზრდა მკერდის ზომის, სიმკვრივისა და სისავსის ეფექტს იძლევა.
გააკეთეთ ისე, როგორც ფოტოებზეა მითითებული. თითო სეტი შეგიძლიათ გაიმეოროთ 2-3-ჯერ, 8-12 მისვლა. შედეგს რამდენიმე დღეში უკვე იგრძნობთ.
მარიამ ყაველაშვილი