ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სახის კანს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ის ყოველთვის ისე არ გამოიყურება, როგორც გვინდა. ხშირად გვიწევს ისეთი პრობლემებთან, ბრძოლა როგორებიცაა, მაგალითად, აკნე, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ზედმეტად ცხიმიანი კანია. აკნე ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს. ის განსაკუთრებით ხშირია გარდატეხის ასაკში. ამ დროს ეს პრობლემა აწუხებს ყველას, განურჩევლად სქესისა. ამპრობლემის მოგვარების არაერთი საშუალება არსებობს, მათ შორის, ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური პროცედურები, თუმცა ამკნეს მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. ამისათვის მხოლოდ მაწონი და ნატურალური თაფლი დაგჭირდებათ.
მომზადება:
პატარა ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ერთი სუფრის კოვზი მაწონი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. შერეული მასა ნელი მოძრაობით დაიტანეთ სახე. როდესაც ნახავთ, რომ დატანილი ნიღაბი კარგად გაშრა, თბილი წყლით ჩამოიბანეთ ხელის წრიული მოძრაობით. გაიმეორეთ ეს პროცესი დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში და დაემშვიდობეთ აკნეს.
მარიამ ჭანტურია