ნებისმიერ ქალს სურს, ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. ზოგი ძვირად ღირებულ საცხებს მოიხმარს და კოსმეტოლოგის მომსახურებით სარგებლობს, თუმცა ყველას არ აქვს საშუალება, ბრენდული საშუალებები გამოიყენოს,. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას აევიტის სახით, რომლის მოხმარების შემდეგაც სულ მოკლე დროში გასაოცარ ეფექტს ნახავთ.
აევიტის კაფსულის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ მინიმალურ ფასად. "ა" და "ე" ვიტამინების ზეთოვანი შემადგენლობა სხვადასხვა სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- აევიტის კაფსულა შეგიძლიათ ნემსის ან ხელის საშუალებით გახვრიტოთ და ზეთოვანი მასა სახის კანზე ნაზი, წრიული მოძრაობებით გადაინაწილოთ. განსაკუთრებით დაიმასაჟეთ ის ზონები, სადაც მეტად ჩნდება ნაოჭები - შუბლი და თვალების მიდამოები.
- მათთვის, ვისაც სახის კანის ნიღბები უყვარს, აევიტი განუყრელ საშუალებად იქცევა. თქვენ მიერ მომზადებულ სახის ნიღაბში, იქნება ეს შვრიის ნიღაბი თუ კვერცხის ცილის, ერთი კაფსულა აევიტის დამატებით სასურველ შედეგს სულ მოკლე დროში მიიღებთ.
- ვინც სახის საცხებს რეგულარულად იყენებს, მათ შეუძლიათ თითო კაფსულა დაამატონ ღამის საცხში, კარგად აურიონ და სუფთა სახეზე დაიტანონ. ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით შემაწუხებელია ტუჩების სიმშრალე, აქერცვლა. აევიტის ზეთოვანი ფორმულა თქვენს ტუჩებს დაუბრუნებს ბზინვარებას და სწრაფად აღადგენს დაზიანებულ ნაწილებს.
აევიტის რეგულარული მოხმარებით: - გაგიუმჯობესდებათ კანის სტრუქტურა;
- გასწორდება მიმიკური ნაოჭები;
- აღდგება დაზიანებული სახის ნაწილები;
- კანი გახდება გლუვი და ერთგვაროვანი.
მარიამ ყაველაშვლი