ყველა ქალს სურს, რომ მისი სახის კანი ჯანსაღად, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, იყოს გლუვი და ბზინვარე. ამისათვის ყველა ჩვენგანი სხვადასხვა სახის საშუალებას ვიყენეთ, იქნება ეს საცხი, კოსმეტოლოგიური წმენდა თუ კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი.
თუმცა კანის მოვლა მხოლოდ მისი დატენიანებით არ ხდება, ასევე უმნიშვნელოვანესია პერიოდულად მკვდარი უჯრედების სახის კანიდან მოშორება. კანის აღსადგენად ერთ-ერთი გავრცელებული პროცედურაა პილინგი, რომელსაც უმეტესად კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში იტარებენ.
ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ და გაისუფთაოთ სახის კანი მკვდარი უჯრედებისაგან.
გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად მშრალი კანის შემთხვევაში უმჯობესია კოსმეტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გამოყენება. დაგჭირდებათ მხოლოდ საბავშვო საპონი, ბამბის დისკი და 5%-10%-იანი კალციუმის ქლორიდი.
- გატეხეთ ფრთხილად ამპულა. აიღეთ ბამბის დისკი და დაასველეთ ხსნარში.
- წაისვით კანზე და დააცადეთ, რომ მთლიანად შეგაშრეთ. შემდეგ კვლავ დაასველეთ ბამბა და კვლავ წაისვით. პროცედურის გამეორება შეგიძლიათ 5-8-ჯერ. შესაძლოა, ოდნავი წვის შეგრძნება გქონდეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ თუკი ძალიან დაგეწვათ კანი, მაშინვე ჩამოიბანეთ.
როცა კალციუმის ბოლო ფენაც შეგაშრებათ, შეიზილეთ ბავშვის საპონი კანში კარგად. ხელებზე კანის მკვდარი უჯრედები აგყვებათ. კვლავ და კვლავ წაისვით საპონი, იქამდე, სანამ აღარაფერი აგყვებათ კანიდან. ამის შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან საპნისა და კალციუმის ხსნარი კანს აშრობს.
მარიამ ყაველაშვილი