საუკეთესოა სათვალე, რომელიც თვალს 100%-ით იცავს. ასეთ სათვალეს უნდა ეწეროს UV400. რაც უფრო ნაკლებია ეს ციფრი, ის უფრო მეტად ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. ბევრს ჰგონია, რომ თუ სათვალე მუქი შეფერილობისაა და შუქს მარტივად არ ატარებს, ასეთი სათვალე ყველაზე კარგია თვალისთვის. თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა.
თვალისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ უხარისხო მუქი ფერის სათვალე წარმოადგენს, რადგან მისი მეშვეობით მზის მიმართულებით მარტივად ვიყურებით და თუკი ამ დროს სათვალეს არ გააჩნია ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფუნქცია, ის შეიძლება ჩვენი დაბრმავების მიზეზიც კი გახდეს...გაგრძელება