„როგორ ვუვლი სახის კანს ყოველდღე“ - თაკო ნაცვლიშვილის სილამაზისა და იდეალური კანის საიდუმლო (ვიდეო) - Marao

„როგორ ვუვლი სახის კანს ყოველდღე“ - თაკო ნაცვლიშვილის სილამაზისა და იდეალური კანის საიდუმლო (ვიდეო)

2022-02-17 13:12:29+04:00

ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს. მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ თაკომ ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ Body Shaming-ის მსხვერპლია: „მოდის ტენდენციები ბრუნვადია და მოუნდებათ მალე ისევ ჩემი ტიპის მოდელები“ - წერდა ის.

ამჯერად თაკო ნაცვლიშვილი გამომწერებს სახის კანის მოვლის რუტინასა და პროდუქტებს უზიარებს: „ათასი თხოვნის შემდეგ, ვისაც გაინტერესებდათ, როგორ ვუვლი სახის კანს ყოველდღე. ყველას კანის განსხვავებულია. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც საუკეთესოა ჩემი სახისთვის. გთხოვთ, მათ გამოყენებამდე რჩევა დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს ჰკითხეთ, ეს მნიშვნელოვანია“ - წერს თაკო.