ერთი შეხედვით, გვირგვინის ტარება ნებისმიერი ადამიანისთვის მიმზიდველად უნდა ჟღერდეს, მაგრამ დედოფალ ელისაბედისთვის ეს ტვირთი არცთუ ისე მარტივი სატარებელი აღმოჩნდა, რადგან 1969-იან წლებში სამეფო ოჯახი ტაბლოიდების სასაუბრო თემა არაერთხელ აღმოჩნდა. ჟურნალისტები წერდნენ ყველაფერზე, დაწყებული პრინც ჩარლზის რომანიდან კამილა პარკერ ბოულსთან, დამთავრებული პრინცესა მარგარეტის რომანებით. სამეფო ოჯახი ისე მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორც არასდროს.
გაეცანით 7 ყველაზე დიდ მომენტს დედოფალ ელისაბედის მმართველობის პერიოდში:
პრინცესა მარგარეტის სადავო ტური ამერიკაში
1965 წლისთვის დედოფალ ელისაბედის დამ, პრინცესა მარგარეტმა, შეარყია თავისი რეპუტაცია. ტაბლოიდები წერდნენ, რომ დედოფალი ცეცხლს ეთამაშებოდა, როდესაც მან მარგარეტი სამკვირიან ტურნეში გაგზავნა შეერთებულ შტატებში.
მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როდესაც შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს ურთიერთობებში პრობლემები ჰქონდათ. გაერთიანებული სამეფო ვალში იყო ჩაფლული და სესხისთვის შტატების თანხმობა სჭირდებოდა, თუმცა ამერიკა ამ პერიოდში ვიეტნამის ომში იყო ჩართული.
მარგარეტის მოგზაურობა საკმაოდ კარგად დაიწყო. იგი ქმართან ერთად მოგზაურობდა სან-ფრანცისკოში, ესწრებოდა წვეულებებს, დადიოდა თეთრ სახლში სანახაობრივ ვახშამზე, მაგრამ როდესაც მისი მოგზაურობის ღირებულებამ 30,000 ფუნტს მიაღწია, დედოფლის გადაწყვეტილებით, მარგარეტს ყველა ოფიციალური ვიზიტი აეკრძალა.
აბერფანის კატასტროფა
1966 წლის 21 ოქტომბერს უელსის სამთო ქალაქ აბერფანის ზემოთ მდებარე ბორცვიდან ცუნამი მოვარდა, შთანთქა შენობები და გაანადგურა ყველაფერი, რასაც მისწვდა. იმ დღეს მაღაროდან 140 000 კუბურ მეტრზე დიდი რაოდენობის ნახშირის ნარჩენი განადგურდა, რის შედეგადაც დაიღუპა 144 ადამიანი, უმეტესობა ბავშვები, რომელთა საკლასო ოთახები ჩამონადენის გზაზე იყო. აბერფანის ოჯახების მხარდასაჭერმა გადაცემებმა ტელევიზიები დაიპყრო.
დედოფალი ელისაბეთი გაემგზავრა აბერფანში დაღუპულთა ოჯახებთან შესახვედრად... ინციდენტიდან რვა დღის შემდეგ. დედოფლის პირადმა მდივანმა ლორდ ჩარტერისმა მოგვიანებით თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინანული აბერფანში უფრო ადრე არჩამოსვლა იყო.
სამეფო დოკუმენტური ფილმი
დიდი ხნით ადრე, სანამ კარდაშიანები რეალითი ტელევიზიის იმპერიას ააშენებდნენ, დედოფალი ელისაბეთი, პრინცი ფილიპი და მათი ოჯახი იყვნენ დოკუმენტური ფილმის გმირები. იმ დროს ტელევიზია შედარებით ახალი და მძლავრი მედია იყო, რომელსაც შეეძლო პიროვნებისთვის კარიერის შექმნა ან პირიქით - განადგურება.
105-წუთიანი ფერადი დოკუმენტური ფილმი "სამეფო ოჯახი" ტელევიზიით აჩვენეს ინგლისში 1969 წლის 21 ივნისს. ფილმის მიზანი ერთი შეხედვითაც კი მარტივი გამოსაცნობი იყო, სამეფო ოჯახის ჰუმანიზაციის მცდელობა და საზოგადოებისთვის დედოფალ ელისაბედის ვაჟის, 21 წლის ჩარლზის გაცნობა. პრემიერას ინგლისის მასშტაბით 30 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ერთი თვის შემდეგ ჩარლზი უელსის პრინცად ეკურთხა, თუმცა ტაბლოიდების განხილვის მთავარი თემა ლონდონის საზოგადოებაში შიმშილი გახდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ხალხი შიმშილობდა მაშინ, როდესაც სამეფო ოჯახი ტელევიზიებში გამოჩენისათვის უამრავ ფულს ხარჯავდა.
ასტრონავტი, რომელიც დედოფალს სახეზე ახველებდა
მსოფლიოში კოსმოსური რბოლა გაჩაღდა. ხალხი სანახაობას სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს. ორმა ასტრონავტმა მთვარეზე დედოფლისგან მესიჯი გაგზავნა. ეს იყო დისკზე ამოტვიფრული წარწერა, რომელიც მსოფლიოს სხვა 72 ლიდერის ჩანაწერებთან ერთად გაიგზავნა და რომელზეც ეწერა: „ბრიტანელი ხალხის სახელით მივესალმები უნარებსა და გამბედაობას, რამაც ადამიანი მთვარეზე მიიყვანა. დაე, ამ მცდელობამ გაზარდოს კაცობრიობის ცოდნა და კეთილდღეობა“.
მთვარიდან დაბრუნების შემდეგ ასტრონავტები დედოფალს ბუკინგემის სასახლეში შეხვდნენ და ამ შეხვედრის უხერხულობაზე ტაბლოიდები დიდხანს წერდნენ, ვინაიდან ნილ არმსტრონგი კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ გაცივდა და უნებლიეთ პირდაპირ დედოფალს ახველებდა სახეზე.
როდესაც ლონდონი ჩაბნელდა: 1972 წლის დიდი ბრიტანეთის მაღაროელთა დარტყმა
გაფიცულმა მაღაროელებმა მსვლელობა მოაწყვეს და ის ლონდონში, 1972 წლის 15 თებერვალს დაასრულეს. მსვლელობა იმდენად მასშტაბური გახდა, ტაბლოიდები წერდნენ, რომ ლონდონი ჩაბნელდა.
როდესაც მაღაროელების კავშირმა ვერ დაითანხმა ეროვნული საბჭო მაღაროელებისთვის ხელფასის გაზრდაზე, მთელი ‘’ჯოჯოხეთური სისტემა’’ (როგორც საბჭოს უწოდებდნენ) ჩამოიშალა.
1972 წლის 9 იანვრიდან მილიონზე მეტი ბრიტანელი ქვანახშირის მაღაროელი გაიფიცა. მათი რიცხვი იზრდებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ სატვირთო მანქანა შემთხვევით დაეჯახა და მოკლა მაღაროელი ფრედი მეთიუსი.
შვიდკვირიანი ოფიციალური გაფიცვის შემდეგ ნახშირზე მოთხოვნა შემცირდა და მისი მოპოვების ტექნოლოგიებიც შეიცვალა. მაღაროში მუშებმა დაინახეს, რომ მათი ხელფასები ჩამორჩებოდა სხვა ინდუსტრიაში მომუშავეთა ხელფასებს. სწორედ ამან გამოიწვია მათი გადაწყვეტილება, არ დაეხიათ უკან, რაც უნდა მომხდარიყო.
9 თებერვალს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ედვარდ ჰითის ხელმძღვანელობით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ენერგიის მოხმარების შესამცირებლად დაწესდა სამდღიანი სამუშაო კვირა. სკოლებს შუქი ჩაუკეტეს, მაღაზიები და ოფისები სითბოს გარეშე დარჩა. ლონდონის მოქალაქეები ყოველდღე, ცხრა საათამდე დადიოდნენ ელექტროენერგიის გარეშე.
გაფიცვა დასრულდა 1972 წლის 25 თებერვალს, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ხელფასების გაზრდაზე.
პრინცესა მარგარეტის გამოჩენა
1976 წლის 1-ელ თებერვალს გავრცელდა ტაბლოიდური ფოტოები, სადაც პრინცესა მარგარეტი ცურავდა კერძო კუნძულ მუსტიკის სანაპიროზე 17 წლით უმცროს მამაკაცთან ერთად: 28 წლის როდი ლეველინი, ლანდშაფტის მებაღე, არისტოკრატი… და მარგარეტის საყვარელი. ტაბლოიდები თავს დაესხნენ მარგარეტს, როგორც აკვნის მძარცველს, რომელიც საზოგადოების ფულს წვეულებებზე ხარჯავდა და ლეულინი მის „სათამაშო ბიჭად“ წარმოაჩინეს.
თუმცა პრინცესა მარგარეტის რომანის საჯარო გამოსვლამ დაასრულა მისი უბედური ქორწინება ანტონი არმსტრონგ-ჯონსთან, სნოუდონის პირველ გრაფთან.
ჩარლზი და კამილა
ვარაუდობენ, რომ ჩარლზის ნათლიამ, ლორდ მაუნტბატენმა, მოაწყო საქმეები ისე, რომ ჩარლზი წასულიყო საზღვაო ძალებთან სამუშაოდ, რათა იგი დაშორებოდა კამილას და შეხვედროდა ლედი დაიანა სპენსერს, რომელსაც დედოფალი ელისაბედიც აქტიურად უჭერდა მხარს.
სანამ ჩარლზი საზღვაო ფლოტში იმყოფებოდა, კამილაც დაქორწინდა და ლედი დისთვის ყველა კარი გაიღო სამეფო ოჯახში შესასვლელად.
ჩარლზი დაქორწინდა პრინცესა დაიანაზე 1981 წლის 29 ივლისს, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია კამილა პარკერ ბოულსთან არსებულისაგან ძალიან შორს იყო.
ქორწინება საბოლოოდ პრინცესა დაიანას გარდაცვალებით დასრულდა, ხოლო ჩარლზმა და კამილამ ბედნიერი დასასრული მიიღეს და დღემდე ქორწინებაში იმყოფებიან.
ელენე ასათიანი