ათასწლეულების მანძილზე ინტერიერის დიზაინის ტენდენციები გამოიყენებოდა ესთეტიკურ დამხმარეებად, რათა ადამიანებს ეპოვათ მაქსიმალური შინაგანი სიმშვიდე. მაგალითად, უძველესი ჩინური ხელოვნება ფენ შუი სივრცით მანიპულირებაა, რომელიც ქმნის ძლიერი ენერგიის ნაკადს და ადამიანს დამშვიდებაში ეხმარება. იმავე მიზნით გამოიყენებოდა რომში გეომეტრიული ფიგურების მიხედვით შენობების დიზაინების დაგეგმვა ან ვაბი საბის იაპონური პრაქტიკა.
ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კვლევა გვიჩვენებს, რომ ჩვენი სახლები და მათი დიზაინები პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ მთლიანად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. განსაკუთრებით, ბოლო წლებში, როდესაც მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს, დიზაინის მთავარი ტენდენციები კვლავ ემოციურ სიმშვიდეზეა ორიენტირებული.
„ჩვენ იძულებულები გავხდით დრო გაგვეტარებინა ჩვენს სახლებში. ეს იწვევს ძლიერ სურვილს, შევქმნათ სივრცე, რომელიც ვიზუალურად ასახავს ჩვენსავე გრძნობებს. ბოლო დროს უდიდესი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ შეუძლია დიზაინს შექმნას ენერგია სივრცეში. ეს ყველაფერი ძალიან მაღელვებს. გრძნობებს უნდა ჰქონდეს სივრცის მართვის უნარი“ - ამბობს ერიკ გარსია, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი უდიდესი დიზაინერული ფირმის დამფუძნებელი.
და კონკრეტულად რისკენ არის მიპყრობილი ჩვენი გრძნობები 2022 წელს? დამწყები დიზაინერებისთვის მოპირკეთებული, ყავისფერი ფერის შედარებით დიდი დოზით გამოყენებაა რეკომენდებული, რომლებიც გამოყენებულია ქსოვილებში, მაგალითად, ტყავში. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებისგან შთაგონებული აქცენტები, მარმარილოები და სოკოს ფორმის დეკორაციები.
„კლიენტები ითხოვენ სითბოს, კომფორტსა და ჰარმონიას. ვის არ სურს ისეთი ოთახის დიზაინი, რომელიც თბილ ჩახუტებას ჰგავს?" - ამბობს დიზაინერი ათენა კალდერონი.
შემდეგ, არსებობს პანდემიური რეალობაც. ჩვენი სახლები იქცა ჩვენი ცხოვრების მთავარ პარამეტრებად: სადაც ვმუშაობთ, ვიძინებთ და ვცხოვრობთ. ყოველი კუთხე და ობიექტი რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უამრავი დიზაინერი აპროტესტებს ტექნოლოგიების რაოდენობის ზრდას სახლებში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მოგზაურობით შთაგონებული ინტერიერი.
ამასობაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სრულიად თეთრი მინიმალიზმი დასრულდა. სახლი შეიძლება სუფთად და ესთეტიკურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ძალიან მცირე კომფორტს იძლევა.
„ტენდენცია, რომელიც მგონია, რომ დასრულდა, სრულიად თეთრი სახლია.“ - ამბობს დიზაინერი ჯასტინა ბლეკინი.
2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდი ყავისფერი ჩრდილებია. შოკოლადისფერი, აქლემის ფერი და კარამელი.
„შოკოლადისფერი დაბრუნდა და მე, როგორც 70-იანი წლების ბავშვი, აღფრთოვანებული ვარ. ამჯერად შოკოლადის მსგავსი ყავისფერი არა მხოლოდ ითამაშებს ნარინჯისფერთან, არამედ კარგად ითამაშებს სხვა ფერებთანაც, რათა მდიდრული და ელეგანტური სივრცეები შექმნას“ - აცხადებს დანიელ ქოლდინგი.
ჩვენ ყველა ვცდილობთ გავამყაროთ ჩვენი კავშირი ბუნებასთან. ამან შთააგონა ადამიანები, გამოიყენონ ქვის, მარმარილოს, ბუნებრივი ქვების დეკორაციები. ეს ყოველივე მატებს სახლს ვიზუალურ ინტრიგას და ჰარმონიაშია გარემოს ულამაზეს ატმოსფეროსთან. 2022-ში დიდია ინტერესი ხეების მიმართაც.
„როცა ხალხი ცდილობდა ცოტაოდენი ჯადოქრობის შემოტანას საკუთარ ცხოვრებაში, მათ დაინახეს ცქრიალა კრისტალებისგან დამზადებული საგნები, სოკოს სილუეტები, ნაჭრები, რომლებიც შეიცავს ნედლეულ, ბუნებრივ მასალებს და ეგზოტიკურ ფლორას”, – ჯასტინა ბლეკინი.
მოხვეული ფორმა ქვეცნობიერად იკითხება, როგორც უსაფრთხო, მეგობრული და მისასალმებელი. ეს ფორმები და კუთხეები კვლავ იქნება დიდი ტენდენცია 2022 წელს, როგორც ავეჯში, ასევე არქიტექტურაში.” - სარა შერმან სამუელი.
ძველი თაბაშირის კედლები დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრენდში. სწორედ ამ ტრენდის წამოწევას ცდილობენ ახლა დიზაინერები, რადგან თაბაშირი სიძველის, ემოციების შთაბეჭდილებას ქმნის.
გარე ავეჯი გახდება უფრო დახვეწილი, რადგან პანდემიის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მეტი დროის გატარებას გარეთ და ჩვენი ეზოები გახდება ჩვენი სახლის ყველაზე მყუდრო ნაწილი.
ტრენდშია ასევე ვინტაჟური აქცენტებიც. „როდესაც შემიძლია ვინტაჟის გამოყენება, ამას გავაკეთებ.“ - ამბობენ დიზაინერები.
დიზაინის თვალსაზრისით, ვინტაჟი არის ყველა ოთახის მთავარი ნაწილი - მას აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს სიუჟეტების თხრობასა და მიმართულებაზე, მოაქვს შეხებადი ტექსტურა და სითბო ყველა სივრცეში, რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა სენტიმენტალურობაზე. მაგრამ გარდა მათი დეკორატიული მიდრეკილებისა, ეს იშვიათი სიძველეები თანამედროვედ მდგრადია.
არაფუნქციური დეკორატიული ობიექტები დიზაინერებს არ მოსწონთ., ფერადი სანთლები და ყოველდღიური საგნები ჩაანაცვლებს უშედეგო დეკორაციებს, რომლებსაც არც მნიშვნელობა აქვს და არც მიზანი.
საბოლოოდ, 2022 წელს დიზაინერები მთავარ აქცენტს სიმყუდროვესა და კომფორტზე აკეთებენ. ამიტომ ისინი გირჩევენ გამოიყენოთ ისეთი დეკორაციები, რომლებიც კომფორტის ზონას გაპოვნინებთ, იქნება სიმბოლური და პრაქტიკული.