Vogue-ის სილამაზის გუნდი აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის ის, თუ როგორ უნდა მოვუაროთ თვალის ქვეშ მდებარე არეს, იქნება ეს მუქი წრეები, შეშუპება თუ გამომშრალი კანი. ჩვენ ყველას გვსურს დასვენებული და კაშკაშა თვალები, რისი მიღებაც შესაძლებელია კანის მოვლით, კლინიკური ჩარევების გარეშე.
- სცადეთ ღია ფერის ფანქარი. ვიზაჟისტმა ლინსი ალექსანდრემ თავის დროზე ბევრი თვალი შეისწავლა. წლების განმავლობაში მუშაობდა მოდელებთან კულისებში და მოდის ჩვენებებზე. ლინსი ამბობს, რომ ის ყოველთვის იყენებდა კრემისფერ ფანქარს. ფანქარი კანის ფერი უნდა იყოს, მაგრამ არა თეთრი, რადგან ის საკმაოდ მშრალია.
- ცრემლსადენი ღარის შემავსებელი. „მუქი წრეები ჩემს კაბინეტში ჩვეულებრივი ჩივილია“, - ამბობს ესთეტიკოსი ექიმი მერიამ ზამანი. „მუქი წრეების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის მოცულობის დაკარგვა პერიორბიტალურ მიდამოში. ასაკის მატებასთან ერთად, ქუთუთო-ლოყის შეერთება წაგრძელებული ხდება და იქ, სადაც ეს შეერთება ოდესღაც, ახალგაზრდობაში შერწყმული იყო, ახლა ტოვებს ცრემლსადენი ღეროების იერს. ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც შეიძლება დაიწყოს ოცდაათ წლიდან და უარესდება ასაკის მატებასთან ერთად. დაკარგული მოცულობის აღსადგენად საკმარისია დამატენიანებელი კრემის, ზეთის ან მსგავსი სახის პროდუქტების გამოყენება. მაშინვე დაინახავთ, როგორ გახდება თქვენი თვალები უფრო ნათელი და “ფხიზელ“ მდგომარეობაში.
- საჭიროა რუტინული კანის მოვლა. ეცადეთ, ხშირად არ შეცვალოთ პროდუქტები. იპოვეთ ის, რაც თქვენს კანს უხდება და დაიწყეთ მისი გამოყენება ყოველდღიურად. ეს პროცესი დაეხმარება კანს, შეინარჩუნოს მთლიანობა და არ გამოშრეს. თუ თქვენი პრობლემა შეშუპებაა, იზრუნეთ, რომ დამატენიანებელი ფორმულის ნაცვლად დეტოქსიკაციის თვალის კრემი აირჩიოთ – დოქტორ ზამანის თქმით, დამატენიანებელმა თვალის კრემებმა, შესაძლოა, გააძლიეროს შეშუპება.
- მიხედეთ თქვენს დიეტას. დიახ, მოსაწყენია, მაგრამ რასაც ჭამთ და სვამთ, დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენს თვალებზე. „დიეტის დროს მარილისა და ალკოჰოლის დაბალი შემცველობა მნიშვნელოვანია“, - ამბობს დოქტორი ზამანი. ”და ბალიშით ან თვალის ნიღბით ძილი ასევე დაგეხმარებათ.” - ამატებს ის.
- დაამუშავეთ კაპილარები. თვალის მიდამოში, თხელი კანის ქვეშ უამრავი ვენა და კაპილარია, რამაც შეიძლება შექმნას მუქი ელფერი. ეს კაპილარები უფრო გამოკვეთილი ხდება ასაკის მატებასთან ერთად. ესთეტიკური ქირურგი, დოქტორი კოსტას პაპაგეორგიუ ამბობს, რომ ამ პრობლების მოგვარება მარტივი ლაზერების საშუალებით არის შესაძლებელი.
- სწორი ფერი. სცადეთ ფერის კორექტირება. სილურჯეებისთვის აირჩიეთ ატმის მსგავსი ფერის კორექტორი. წაისვით თვალების ქვეშ გამაღიავებელი ფხვნილი, დამატებითი ბზინვარებისთვის.
- აპრიხეთ წამწამები. მარტივი, მაგრამ ეფექტური, წამწამების დახვევას აქვს მყისიერი, გამაგრილებელი ეფექტი. "ნათელი, ამაღლებული თვალის შექმნა ნიშნავს წარბისა და წამწამების ხაზს შორის სივრცის შექმნას და ყურადღების მიქცევას გარედან და ზევით", - განმარტავს ანა პეინი, დიდი ბრიტანეთის "შანელის" ვიზაჟისტი. იგი გვთავაზობს ჩრდილის წერტილის გამოყენებას ქუთუთოს ცენტრში და თვალის შიდა კუთხეში, რათა შეიქმნას განათებული პროჟექტორის ეფექტი.
- შუბლი. როდესაც ვაანალიზებთ დავარდნილ ან გამოუძინებელ თვალებს, ხშირად არ ვფიქრობთ, რომ პრობლემის ნაწილი შესაძლოა შუბლიდან მოდიოდეს. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ თვალის არე დაღლილი ჩანს, არის ის, რომ გარდა მცირე განმეორებითი მოციმციმე მოძრაობებისა, რომლებიც ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უხდებათ, ჩვენ ასევე გამოვხატავთ ემოციების მთელ რიგს შუბლის მეშვეობით“, - ამბობს ადა ოოი, TCM პრაქტიკოსი და 001 კანის მოვლის დამფუძნებელი. „ჩვენი თვალის ბევრი მოძრაობა, როგორებიცაა წარბების შეკრულობა ან გაოცება, შუბლის კუნთებიდან მოდის“. სცადეთ ჯვარედინი ხახუნის მასაჟი (ამ შემთხვევაში ჰორიზონტალურად), რათა გაათავისუფლოთ შუბლი და თვალები სტრესისგან.
- წარბები ძაფით. ეცადეთ აამაღლოთ წარბების თაღი ძაფების გამოყენებით. შემდეგ კი, დააფიქსირეთ ისინი წარბის ფანქრის გამოყენებით. რაც უფრო მაღალია თარგი, უფრო ლამაზი და გამოკვეთილია თვალები.
- ცივი ჩაის კოვზი თქვენი საუკეთესო მეგობარია. არეალის სტიმულირებისთვის და შეშუპების დასახმარებლად, ნიკოლა ჯოსი გვირჩევს თვალის კრემის ან გელის მასაჟს ორბიტალური ძვლის გარშემო. „ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი ჩაის კოვზები ნაზად სტიმულირებისთვის, ამოსუნთქვისთვის, ლიმფური დრენაჟის გასაუმჯობესებლად და არეალის გასანათებლად“, - ამბობს ის.