ვინ იფიქრებდა რომ ბზინვარე კანის მიღება ასე მარტივად იყო შესაძლებელი?
გარდა იმისა, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენი სახის კანი იყოს ფორებისა და აკნეს გარეშე, ასევე გვინდა ბზინვარე კანიც, რომელსაც სხვადასხვა სილამაზის პროდუქტების გარეშე მივიღებთ. კანი, რომელიც იქნება ბუნებრივად განათებული და შესამჩნევი მაკიაჟის გარეშე.
როდესაც ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტია, კანი ხდება სქელი, მშრალი და ლაქოვანი.
გამოდის, რომ ერთი შეხედვით, D ვიტამინის მიღება არის გამოსავალი. მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
ჰიდრატაცია
თუ კანი მოდუნებული და დეჰიდტრატირებულია, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს სინათლის ცუდი არეკვლა. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სახის კანს საკმარისად ატენიანებთ, რადგგან ორგანიზმი კარგავს წყალს მთელი დღის განმავლობაში. კანის კარგი დაჭიმულობა იწყება დატენიანებით. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დამატენიანებელი კრემების გამოყენებაც.
აქერცვლა
მნიშვნელოვანია კანის მკვდარი უჯრედების მოცილება, რომლებმაც შესაძლოა წვლილი შეიტანონ კანის გაუხეშებაში. თუ თქვენი კანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ნაზი მჟავები შესანიშნავი ალტერნატივაა. კანის მოვლის მცოდნეებისთვის, არსებობს მრავალი პროცედურა ექიმის კაბინეტში, რომელსაც შეუძლია თქვენი კანის ბზინვარების შექმნა, მაგრამ რატომ უნდა დაკარგოთ ზედმეტი დრო და რესურსი, თუ ამის გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ?
დაცვა
"კანი არის ჩვენი ჯანმრთელობის საერთო მარკერი", - ამბობს დოქტორი ლალი. მისი დაცვა მზისგან გამოწვეული ფოტოდაზიანებებისგან არის შესანიშნავი პრევენციული ღონისძიება, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კანი რჩება ჯანმრთელი და ბზინვარე. „გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება მზისგან გამოწვეული ჰიპერპიგმენტაციის განვითარების თავიდან ასაცილებლად“, ამბობს დოქტორი ლალი. „რაც ადრე დაიწყებთ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას, მით უკეთესი.