„ცელულიტის გაქრობა თუ ასე შეიძლებოდა, ვერ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა... ყველას გირჩევთ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ქალებს მიმართავს - Marao

„ცელულიტის გაქრობა თუ ასე შეიძლებოდა, ვერ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა... ყველას გირჩევთ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ქალებს მიმართავს

2022-03-16 11:06:01+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი, გარდა იმისა, რომ ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე, აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელშიც. ის ხშირად აძლევს საკუთარ გამომწერებს წონასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს. ამჯერად კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

„ენდოსფეროს პროცედურის კეთება არ დამიწყია რეკლამისთვის, დავიწყე იმიტომ, რომ რეკომენდაცია გაუწიეს მას და მინდოდა, რომ ჩემს თავზე მეცადა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ სხეულიდან მთლიანად გამიქრო ე.წ. ბუგაროკები, რომლებიც ხშირად გვგონია ცხიმი და ზოგჯერ შეიძლება იყოს სითხეც. ასევე, ცელულიტის გაქრობა თუ შეიძლებოდა აპარატით, მართლა დაუჯერებელი იყო ჩემთვის, არავის დავუჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა. ამიტომ, შემიძლია თვალებში ჩახედვით გითხრათ, რომ ამდენი წლის განმავლობაში თუ რაიმე პროცედურა გამიკეთებია, ყველაზე კარგი და ყველაზე ეფექტური არის ეს. ამას ვეუბნები ყველა ჩემს მეგობარს პირად საუბარშიც და გეუბნებით თქვენც, თუ გაქვთ ამის ფინანსური საშუალება, აუცილებლად სცადეთ“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.