ყოველ პარასკევს ჩვენ ვიწყებთ გონებაში ყველა იმ გეგმის დალეგებას, რისი გაკეთებაც გვსურს მომდევნო ორი დღის განმავლობაში, რათა საკუთარ თავს დავეხმაროთ განტვირთვაში და ორშაბათისთვის ახალი ძალების მოკრებვაში.
ბევრისთვის სილამაზე - კანისა და თმის მოვლა - განტვირთვისა და საკუთარი თავის სიყვარულის მთავარი გზაა.
სცადეთ ეს 6 პროდუქტი, რომლებიც სახის კანის და თმის მოვლაში დაგეხმარებიან.
პაპაია
რა არის ყველაზე მარტივი გზა მბზინავი და გლუვი კანის მისაღებად? წაისვით ცოტაოდენი დაფქული მწიფე პაპაია მთელ სახეზე. პაპაინის ფერმენტები რბილად ასუფთავებს კანს და ხდის მას უფრო ნათელს. გარდა ამისა, ნაყოფი შეიცავს A და C ვიტამინების მაღალ რაოდენობას, რაც ამცირებს პიგმენტაციას და ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
იოგურტი
რძემჟავას, ცილების და პრობიოტიკების სიმძლავრე ხელს უწყობს იოგურტს, რომ გახდეს ინგრედიენტი, რომელიც აუმჯობესებს როგორც კანის, ასევე თმის ჯანმრთელობას. ცივი იოგურტი არ არის მხოლოდ კანისა და სკალპის გამაგრილებელი საშუალება ზაფხულში, ის ასევე აღადგენს კანს და ღრმად ასუფთავებს მას. იოგურტი ასევე ხელს უწყობს ლაქების მოშორებას, აგრეთვე ფორების გაწმენდას და კანის ბზინვარებას.
ბანანი
ბანანი თმისთვის ძალიან კარგი ინგრედიენტია. ბანანი შეიცავს უამრავ კალიუმს და სილიციუმს - ორ საკვებ ნივთიერებას, რომლებიც აძლიერებს, არბილებს და ამკვრივებს თმას. ბანანის ნიღბის მოსამზადებლად გახეხეთ მისი ნაწილი და წაისვით თმაზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
შვრიის ფაფა
შვრიის ფაფა უნიკალურია, რადგან მას აქვს როგორც საპონინები (გამწმენდი კომპონენტი), ასევე ზეთები. ინგრედიენტი შესანიშნავად ასუფთავებს კანს და ანათებს სახის ფერს, რადგან აშორებს მკვდარ კანს და ხსნის ფორებს. მას აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დაფქვით შვრია და დაამატეთ წყალი, კრემის მსგავსი კონსისტენციის მისაღებად.
პომიდორი
უკმაყოფილო ხართ თქვენი ამჟამინდელი ფორების სიჯანსაღით? გამოიყენეთ პომიდორი - ანტიოქსიდანტების (კერძოდ, ლიკოპენის) საწყობი, რომელიც აღადგენს კანს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და მატებს ბზინვარებას. პომიდორში შემავალი მჟავები ასევე ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და მათ მინიმუმამდე შემცირებას.
ავოკადო
ავოკადო არის სუპერ საკვები კანისა და თმისთვის. მომწიფებული ავოკადოს დაფქვა და კანზე წასმა დაგეხმარებათ სიმშრალის მოხსნაში, აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში და კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებაში, რაც გააქრობს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. თმაზე წასმამ შეიძლება გახადოს თმის ღერები უფრო რბილი, პრიალა და ძლიერი, ბიოტინის წყალობით.