„ცხელი ბებია“ - ასე მოიხსენიებენ „ტიკტოკის“ ვარსკვლავს, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ხშირად თინეიჯერი ჰგონიათ, სინამდვილეში კი 53 წლისაა.
ნატალი განგონი 53 წლის „ტიკტოკ“ ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოზე ისაუბრა. ნატალი 16-საათიანი ინტერვალური კვების რეჟიმს იცავს, არ იღებს ალკოჰოლს და რეგულარულად ვარჯიშობს. ცხოვრების ეს სტილი მან 2016 წელს აირჩია, რის შემდეგაც „ახალგაზრდა ბებიის“ ჯანმრთელობა და გარეგნობა ბევრად გაუმჯობესდა. ამ წარმოუდგენელი ტრანსფორმაციის გამო ის ხშირად ჰგონიათ თინეიჯერის ასაკის. მისი ენერგიულობა და ქარიზმატულობა კი უამრავი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს.
ნატალი ხშირად აქვეყნებს სამოტივაციო ვიდეოებს 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრება: „უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ფორმაში ჩადგომა არასდროს არის გვიან და თანმიმდევრულობა მთავარია“ - განუცხადა ნატალიმ Jam Press-ს.
„ვარჯიში 50 წლის ასაკში დავიწყე და მანამდე რომ მცოდნოდა, რა შედეგს მომიტანდა ეს, ჯანსაღი ცხოვრების წესს ბევრად ადრე ავირჩევდი“ - განმარტავს ის.