უმა თურმანი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და კაშკაშა მსახიობი, 52 წლის გახდა. მან ELLE-ს უამბო, როგორ ახერხებს საოცრად გამოიყურებოდეს და არასოდეს დაკარგოს ოპტიმიზმი. ამავდროულად, გააზიარა თავისი სტილისა და სილამაზის საიდუმლოებები.
”მე გირჩევთ, დალიოთ დიეტური დანამატები D ვიტამინით, მოღრუბლულ დღეებში და რეგულარულად ეწვიოთ სოლარიუმებს. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით და კვირაში ერთხელ, მეტი არა, თორემ კანი გაგიფუჭდებათ.
მიყვარს ყველა სახის ავთენტური მკურნალობა აბაზანებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სადაც უნდა აღმოვჩნდე - გასტროლებზე თუ შვებულებაში - ყოველთვის ვცდი რაღაც განსაკუთრებულს იმ ქვეყანაში, რომელშიც მოვხვდი.
ყველაფრის დავიწყებასა და დასვენებაში მეხმარება ზღვის მარილით სავსე აბაზანა. თბილ წყალში ჩავწვები და ყველა პრობლემა თითქოს თავისით ქრება.
ნებისმიერი მოგზაურობისას თან მიმაქვს დამატენიანებელი და ბალიში. ძალიან მოსახერხებელია - მაშინვე თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში.
მე მინიმალისტი ვარ, როცა საქმე ეხება მაკიაჟს: მაკიაჟის ჩანთაში ყოველთვის მაქვს ტუში და მკვებავი ტუჩსაცხი. სხვათა შორის, პომადა ყოველთვის პრიალა მირჩევნია. აქვს კომფორტული, მსუბუქი ტექსტურა. ცხელ ქვეყნებში ამ მარტივ კომპლექტს ემატება მზისგან დამცავი კრემი მაღალი SPF ფაქტორით. კანს მცირე ასაკიდან სჭირდება დაცვა.
ხშირად ვიღებავდი თმას, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, ჩემი ბუნებრივი ფერი გამეზარდა. ახლა, როგორც არასდროს, ისე მინდა ვიყო საკუთარი თავი. დამეთანხმებით, ახალგაზრდობაში ხშირად და სრულიად უსაფუძვლოდ ვართ უკმაყოფილო ჩვენი გარეგნობით. მშვენიერია, რომ ასაკთან ერთად ვხვდებით, ბევრი რამ გადაჭარბებულია და თქვენ შეგიძლიათ უფრო ნაკლებად იდარდოთ ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი არასდროს აფასებდა გარეგნობას, მშობლებმა ჩამინერგეს ბუდისტური შეხედულებები ცხოვრების შესახებ“, - თქვა უმამ.
„როგორ შევინარჩუნოთ ფორმა? არ ჭამოთ...როგორ ჩავიცვათ კარგად? უბრალოდ ბევრი ფული დახარჯეთ“ - მაია პლისეცკაიას რჩევები 45 წელს გადაცილებულ ქალებს
"კარგი გენეტიკა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამას ხელი უნდა შევუწყოთ..." - 95 წლის ლედი ჯეინ ავისი საკუთარი სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლოს ამხელს
გატაცება წიწაკით და სამხრეთის ჰაერი კანისთვის - ესპანელი ქალების სილამაზის უჩვეულო საიდუმლოებები