რჩევები

"სცადეთ, მართლა ძალიან ეფექტიანია და თან - ძალიან იაფი" - ნინო ჩხეიძის რჩევა ქალებს იდეალური სახის კანისთვის

"სცადეთ, მართლა ძალიან ეფექტიანია და თან - ძალიან იაფი" - ნინო ჩხეიძის რჩევა ქალებს იდეალური სახის კანისთვის
მომღერალი ნინო ჩხეიძე საკუთარი თავის მოვლის რუტინის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მაკიაჟზე მეტად უპირატესობას კანის მოვლას ანიჭებს:

„არის შემთხვევები, სადაც ვიზაჟისტი მხვდება, მაგრამ ძირითადად, ამ კუთხით, მე ვემსახურები საკუთარ თავს. წამწამების დაკვრით დაწყებული, სრულყოფილი საკონცერტო მაკიაჟის გაკეთება შემიძლია. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ვხმარობ. მაგის არც ნერვები მაქვს და არც კომპლექსი. ხომ არიან ქალბატონები, უმაკიაჟოდ რომ ვერ გამოდიან სახლიდან. მე ასე არ ვარ. სამაგიეროდ, სახის კანს ვუვლი განსაკუთრებულად. დილის და საღამოს რუტინა ჩემთვის აუცილებელია.

რაც
უნდა გვიან დავბრუნდე სახლში, გამორიცხულია, სახის კანი არ დავიტენიანო და სახის მოვლის პროცედურა გამოვტოვო.
თვალის გარშემო აქტიურად ვიყენებ პაჩებს. თუ არ მაქვს, ყინულის კუბები კარგი საშუალებაა, რომ თვალის გარშემო და მთელ სახეზე გადაისვათ. დილით შეშუპებულ კანს კარგად კრავს და აცოცხლებს.

თუ ყინულში კიტრს ან ხილს ჩავყინავთ, ვიტამინებსაც მივაწვდით კანს. ასე რომ, სცადეთ, მართლა ძალიან ეფექტიანია და თან - ბიუჯეტური...” - ამბობს ნინო.



„მოგწონთ?“ - ნინო ჩხეიძის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი და ახალი ფოტოები

„დედას აჯობა სილამაზით“ - ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს










FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93