ბებიების ტკბილი ნამცხვრები, ზღაპრები და რჩევები ბავშვობიდან თითქმის ყველას გვახსოვს, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხოლმე მათი დარიგებები, რომლებიც ცხოვრებაში ყველაზე რთულ სიტუაციებში ყოფნის დროს გამოგვადგება.
ჩვენ შევკრიბეთ და გიზიარებთ 8 ყველაზე საჭირო რჩევას, რომლებიც მათგან დაგვრჩა:
1. პრინცები საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭები არიან, რომლებიც მხოლოდ სულელებს უყვართ. აირჩიეთ მშვიდი ბიჭი სტაბილური შემოსავლით და იცხოვრეთ ბედნიერად.
2. გეშინოდეთ თვითკმაყოფილი მამაკაცების, მათ კარგი ინტიმური კავშირის გარდა არაფერი მოაქვთ, მხოლოდ თავის ტკივილი და ზედმეტი ტანჯვა არიან.
3. დაეხმარეთ ადამიანს მიზნის დასახვაში, მაგრამ არ მიუთითოთ მიმართულება, ასე ის ბევრად მეტს მიაღწევს.
4. არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები, მოუსმინეთ მუსიკას, მიირთვით გემრიელი კერძები და კარგად დაფიქრდით.
5. იყავით ობიექტური და სამართლიანი, არ იყოთ ზედმეტად კეთილი.
6. ყოველთვის მიეცით ადამიანს სამი შანსი, ეს შანსები მხოლოდ თქვენი კეთილდღეობისთვის არის საჭირო.
7. ნუ გეშინიათ მტრების შეძენის, შეგეშინდეთ იაფფასიანი მეგობრების, რომლებსაც თქვენი დაზარალება ნამდვილად შეუძლიათ.
8. პრობლემის დროს დაჯექით და იფიქრეთ გამოსავალზე, თუ მას ვერ ხედავთ, ცოტახანს კიდევ დაელოდეთ.
რა დავუძახოთ დედამთილს? - დედა, დეიდა თუ…