შემთხვევითი არ არის, რომ შუა საუკუნეების პოეტები ლამაზმანების კანს ატამს ადარებდნენ. ბოლო კვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს ხილი ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისთვის.
ატამი ახანგრძლივებს სიცოცხლეს
ატმში ნაპოვნი ვიტამინი C ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც ანიჭებს ჩვენს კანს ელასტიურობას. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ბლოკავს თავისუფალ რადიკალებს - დაბერების მიზეზს.
შეიცავს პროტეინს
ატმის რეგულარული მოხმარება აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვიცავს მრავალი ინფექციური და კანის დაავადებისგან. გარდა ამისა, ატამი ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას.
კურნავს კანზე არსებულ მიკროდაზიანებებს
ხილის რბილობისაგან ან ატმის ქერქისგან დამზადებული ნიღბები არა მხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ ხელს უწყობს აკნეს ან ქიმიური პილინგის სწრაფად გაქრობას.
ხელს უწყობს კანის რეგენერაციას
ნექტარინი არა მხოლოდ შიგნიდან გვკვებავს, არამედ კარგია კოსმეტიკური გამოყენებისთვის. მაგალითად, ატმის პიურეს ნიღაბი შესანიშნავი დამატენიანებელია მშრალი კანისთვის. ის ასევე დაგეხმარებათ თვალების ქვეშ არსებული მუქი წრეების მოცილებაში.
შეიცავს სელენს
სელენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს და ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების ზრდას. სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ სელენის დეფიციტმა შეიძლება გაზარდოს კანის კიბოს ზოგიერთი ფორმის რისკი.
გიცავთ მავნე UV გამოსხივებისგან
ვიტამინები C, K, A და ატამში შემავალი ბეტა-კაროტინი ეხმარება კანს ულტრაიისფერი გამოსხივების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეიცავს A ვიტამინს
ეს ვიტამინი ხელს უწყობს კიბოს პრევენციას. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ A ვიტამინის მაღალი დოზები ამცირებს კანის ზოგიერთი კიბოს რისკს 32%-ით.