ყველას გვაინტერესებს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ თანამედროვე ქალად მას შემდეგ, რაც 50 წელს გადავაბიჯებთ. Sex and the city-ს ვარსკვლავი, მსახიობი კიმ კეტროლი სწორედ ამ საკითხზე საუბრობს.
კიმი უკვე 65 წლისაა, თუმცა ასაკი არც ეტყობა და არც აწუხებს. მსახიობი ყოველი გამოჩენისას ამტკიცებს, რომ სილამაზესა და სტილს ასაკი არ აქვს.
ის ზოგადად დარწმუნებულია, რომ 50 წელს გადაცილებულ თანამედროვე ქალებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ, რადგან მათ შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ და გამოიყურებოდნენ ისე, როგორც სურთ. იმის შესახებ, თუ რა უპირატესობები აქვთ მოწიფულ ქალებს ჩვენს დროში, კატრალმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩემი თაობა და ჩვენს წინ თაობა საკმარისად თავისუფალია, ეს კი ახალი წესების შესაქმნელად სრულიად საკმარისია. გასაოცარია, როგორ შეიცვალა ცხოვრება სულ რაღაც 15 წელიწადში. ახლა 50-60 წლის ქალს შეუძლია იყოს ის, რაც მას სურს - ჩვენ ბევრად მეტი არჩევანი გვაქვს, უფრო ჯანმრთელები ვართ და უფრო მეტხანს ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენი წინაპრები. ქალები მამაკაცებზე დამოკიდებულები აღარ ვართ და ჩვენთვის ყველა გზა ხსნილია“, - ამბობს მსახიობი.
კატრალი დარწმუნებულია, რომ ყველა ქალს აქვს ძალა გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს იგი. მთავარია გარკვეული ძალისხმევა და შემდეგ რიცხვს მნიშვნელობა საერთოდ არ ექნება.
კარგი სხეულის შესანარჩუნებლად კიმი მიმართავს ვარჯიშსა და ფიტნესს, ასევე დაკავებულია ფიზიო იოგით.
კიმი დიდ ყურადღებას აქცევს კანის მდგომარეობასაც. ის იყენებს სპეციალურ კოსმეტიკას ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის, რომელიც ოდესღაც დერმატოლოგმა სპეციალურად აირჩია მისთვის. ვარსკვლავი სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ გადის და გაურბის „მძიმე მაკიაჟსაც“, რომელიც კანის უჯრედებს აზიანებს.