როგორ გადავიღოთ იდეალური ფოტოები საცურაო კოსტიუმში პლაჟზე - Marao

როგორ გადავიღოთ იდეალური ფოტოები საცურაო კოსტიუმში პლაჟზე

2022-07-22 13:17:55+04:00


ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვისარგებლოთ ზაფხულის არდადეგებით, მათ შორის, შვებულებიდან ლამაზი სურათები ჩამოვიტანოთ, რომლებიც გაგვახსენებს სასიამოვნო დროს და გავუზიარებთ მეგობრებს. მაგრამ საკუთარი ფოტოები საცურაო კოსტიუმში ყოველთვის არ მოგვწონს და საუბარი არ არის ზედმეტ კილოგრამებსა თუ სანტიმეტრებზე. სანაპიროზე ყველაზე ცუდი ფოტოების ნამდვილი მიზეზი არასწორი პოზა ან ცუდი რაკურსია. ამიტომ, ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიღოთ ლამაზი ფოტოები სანაპიროზე, მიუხედავად თქვენი სხეულის პარამეტრებისა.

  • დგომა

თქვენი პოზა არის კარგი ფოტოს გასაღები. ასე რომ, ყოველთვის დააკვირდით თქვენს ზურგს და მხრებს. ამავდროულად, შეეცადეთ, არ დაიძაბოთ, რადგან თქვენი პოზა ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.

თანაბრად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფეხების მდგომარეობა. დადგით გვერდულად ან ნახევრად გვერდზე და მოხარეთ წინა ფეხი თითთან, გადადგით ნახევარი ნაბიჯი წინ და გამოყავით თეძო, დადექით თითებზე და გადააჯვარედინეთ ფეხები - ეს ხრიკები დაგეხმარებათ, უფრო გამხდარი გამოჩნდეთ.

არავითარ შემთხვევაში არ დადგეთ პირდაპირ კამერასთან - ეს თქვენს ფიგურას უხეშს გამოაჩენს, თავად სურათი კი ბრტყელი იქნება.

  • ნახევრად გვერდულად

ნახევრად გვერდული პოზა და მხრის მიღმა მგრძნობიარე გამოხედვა ერთდროულად ძალიან ნაზი და მომხიბვლელია. ეს რაკურსი ძალიან მომგებიანია მთლიან საცურაო კოსტიუმზე, ღია ზურგით.

წაიკითხეთ სრულად