ველა ქალს სურს ჰქონდეს ლამაზი და მიმზიდველი მკერდი, მაგრამ ყველა მათგანი ბუნებრივად სრულყოფილი არ არის. არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ, მკერდის ფორმა მიმზიდველი გახადოთ.
ეს არის ალბათ ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზა თქვენი ფორმების გასაუმჯობესებლად. დღეისათვის არსებობს მრავალი მოდელი, რომელიც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი მკერდი მაცდუნებელი. შეეცადეთ შეიძინოთ საცვლები კარგ მაღაზიებში. მათში შესაძლებელია დაიხმაროთ პროფესიონალი კონსულტანტი, რომელიც მარტივად აგარჩევინებთ თქვენთვის შესაფერის ლიფს. დააკვირდით ისეთ სტილს, როგორიცაა: Push-up. თუ თქვენ ხართ პატარა ზომის მკერდის მფლობელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სილიკონის ჩანართები. ისინი ვიზუალურად გაადიდებენ თქვენს ფორმებს. ასევე არის ბიუსტჰალტერები, რომლებსაც მოცულობითი ჭიქები აქვთ.
- ტანსაცმლის სწორი არჩევანი
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტანსაცმელს, რომელსაც ატარებთ. იმისათვის, რომ თქვენმა ფორმებმა ყურადღება მიიპყროს, უნდა აირჩიოთ ტანსაცმელი, რომელიც მჭიდროდ ერგება მკერდის ქვეშ. ეს მისცემს არა მხოლოდ თქვენს მკერდს მიმზიდველობას, არამედ ვიზუალურად გამოაჩენს სხეულს გამხდარს.
სწორ პოზას დიდი მნიშვნელობა აქვს ლამაზი მკერდისთვის. თუ მოიხრებით, გულმკერდის კუნთები მოდუნდება და ტონუსს დაკარგავს. მკერდი ეშვება და ვიზუალურად უფრო დაბლა ჩანს, რაც მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
წაიკითხეთ სრულად