რჩევები

როგორ მოვიქცეთ, რომ შილაკმა ფრჩხილები არ დაგვიზიანოს

როგორ მოვიქცეთ, რომ შილაკმა ფრჩხილები არ დაგვიზიანოს
შილაკი ლაქის შესანიშნავი ალტერნატივაა, ის მათთვისაა, ვისაც ფრჩხილების იდეალური საფარის დიდხანს შენარჩუნება სურს.
ეს არის ფრჩხილის მოვლის ორი საშუალების - ჩვეულებრივი ლაქისა და მოდელირებული გელის ჰიბრიდი. პირველისგან მას წასმის ტექნიკა, შესახედაობა და ფერთა მდიდარი პალიტრა ერგო, მეორისგან კი გასაოცარი მედეგობა. შილაკის საფარი ფრჩხილზე შეიძლება უცვლელად სამ კვირამდე შენარჩუნდეს. ერთადერთი, რაც მანიკიურის “ხანდაზმულობას” გასცემს, ფრჩხილის ფირფიტის ფუძესთან ფრჩხილის წამოზრდილი ნაწილია.შილაკის წასმის ტექნიკა ჩვეულებრივი ლაქის წასმასთან შედარებით რთულია, ამიტომ პროცედურა სალონებში ტარდება. სპეციალური ხელსაწყოების გარეშე მისი სახლში
გაკეთება გართულდება.

შილაკის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ეტაპია: ფრჩხილის ფირფიტის მოხვეწა და ზედმეტი ბურცების მოშორება. სწორი ზედაპირი ლაქის ფრჩხილთან მოჭიდების საწინდარია. შემდეგი ეტაპი ცხიმის ფენის მოშორებაა, რომლის შემდეგაც ფრჩხილზე უსვამენ ბაზისურ საფარველს. ის ფრჩხილს იცავს ფერადი ფენის პიგმენტების მავნე ზემოქმედებისაგან და ლაქის ფრჩხილთან მოჭიდებას ზრდის. შემდგომ უკვე ორ ფენად ისმება ფერადი საფარველი.

შილაკს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით. საფარი პოლიმერიზდება და მყარდება მხოლოდ სხივების ზემოქმედებით. ასეთი შრობის შედეგად შილაკი სრულად შრება პროცედურის დასრულებისას და საფარი აღარ ითხაპნება. ფრჩხილების შილაკით დაფარვას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.

შილაკის მოცილება

ეს პროცედურაც შესაბამის სპეციალისტს უნდა მიანდოთ. აცეტონით მისი მოშორება მარტივი არაა, თუმცა, თუ აუცილებელია, შეიძლება ეს ხერხიც სცადოთ. გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი ხსნარით, შემოახვიეთ ფრჩხილს და დაამაგრეთ ფოლგით. 10 წუთის შემდეგ შეიძლება შილაკის ჩამოფხეკა. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დიდია ფრჩხილის გამოშრობის შანსი.

განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93