რჩევები

თუ წონის კლება გიჭირთ - როგორ მოვამზადოთ გასახდომი ჩაი

თუ წონის კლება გიჭირთ - როგორ მოვამზადოთ გასახდომი ჩაი
თუ წონას აკონტროლებთ, სასარგებლო იქნება საკვებრაციონში ბალახების ჩაის ჩართვა და ამით გაზიანი სასმელის, ყავის ან ტკბილი წვენის ჩანაცვლება. გასახდომი ჩაის მოსამზადებელი რეცეპტები ბევრია და დიეტაზე ყოფნისას ასეთი სასმელი ძალიან სასარგებლო იქნება.

გასახდომი ჩაის ყველა რეცეპტში არის გამწმენდი მოქმედების მცენარე. უფრო ხშირად ამგვარ ჩაიში შედის სენას ექსტრაქტი. თუმცა, მისი გადაჭარბებულად მიღება არ ღირს. მცენარეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნაწლავზე, რომელიც შეიძლება მიეჩვიოს გაღიზიანებას, რაც დაარღვევს მის ნორმალურ ფუნქციობას. ამდენად, ყველაფერი ზომიერად უნდა გამოიყენოთ.

ამას გარდა, გასახდომი ჩაის
დიდი ხნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები: ნაწლავებში აირების დაგროვება, კუჭში დისკომფორტი და შებერილობა. ამის ყველაფრის მოხსნა შესაძლებელია, თუ ჩაის დავუმატებთ პიტნას ან კამას.

კამა–პიტნის ჩაი:

ერთმანეთს შეურიეთ 20 გრ სენას ფოთლები, 20 გრ ოხრახუში, 20 გრ ჭინჭარი, 10 გრ კამა, 20 გრ ბაბუაწვერა, 10 გრ პიტნა.
1 ჩაის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ პატარა ულუფებით.
გასახდომი ჩაი დღეში 1 ჭიქა უნდა მიიღოთ, თანდათანობით მოცულობა შეიძლება გაზარდოთ, დღეში 3 ჭიქამდე. 6 კვირის შემდეგ 1 ჩაის ჭიქა უნდა მიიღოთ სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. შემდეგ საჭიროა თანდათანობით სასმელის მოცულობის შემცირება 1 ჭიქამდე. სრული კურსის დასრულების შემდეგ შეიძლება დღეში 1 ჩაის ჭიქის მიღება, რაც ზედმეტი წონის პროფილაქტიკაა.

წყარო: mkurnali.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93