3 მარტივი ნიღაბი ბზინვარე და გლუვი კანისთვის, რომელთა მომზადებასაც ყველა შეძლებს - Marao

3 მარტივი ნიღაბი ბზინვარე და გლუვი კანისთვის, რომელთა მომზადებასაც ყველა შეძლებს

2022-10-12 16:03:04+04:00


ცივ სეზონზე კანს განსაკუთრებული მოვლა და დატენიანება სჭირდება. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს და როგორი მოვლა სჭირდება მას. ბოლო დროს მოდური გახდა სახლში დამზადებული ნიღბების გამოყენება, თუმცა ეს არც ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საჭიროა, ვიცოდეთ ინგრედიენტების სწორი პროპორციების დაცვა და ნიღბების სწორად გამოყენება.

მანამ, სანამ ნიღბების გამოყენებას დაიწყებთ, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ჯანსაღი და სუფთა კანისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა:

  • დაიბანეთ სახე ცივი წყლით
  • მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი
  • იკვებეთ ჯანსაღად
  • არ გამოიყენოთ ვადაგასული პროდუქტები
  • დაიტენიანეთ სათანადოდ კანი
  • მოიშორეთ მაკიაჟი სრულყოფილად
  • დაადგინეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ

არსებობს რამდენიმე ტიპის სახის კანი: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული. როგორ გავარჩიოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს?

  • ნორმალური ტიპის კანი არის დაბალანსებული – არც ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან მშრალი;
  • მშრალი კანისთვის დამახასიათებელია არაერთგვაროვანი ზედაპირი, სიწითლე და აქერცვლა;
  • ცხიმიან კანზე გამოხატულია ფართო ფორები, ასევე ახასიათებს სიპრიალე;
  • კომბინირებულ კანს კი ცხიმიანი კანის მახასიათებლები აქვს ე.წ. T ზონაში, ხოლო მშრალი კანის - ლოყების არეში.
გთავაზობთ სახლში დასამზადებელი 3 მარტივი ნიღბის რეცეპტს:

ნიღაბი N1 - ლავანდის ნიღაბი

  • 6 ჩ/კ თიხა
  • 2ჩ/კ ალოე ვერას წვენი
  • 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი
  • 1 ჩ/კ ლავანდის ეთერზეთი
  • წყალი

ეს გამაგრილებელი ნიღაბი თქვენს კანს საფუძვლიანად ატენიანებს. დამამშვიდებელი ეფექტისთვის უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი. მისი გამორჩეული შემადგენლობა ხელს უწყობს ნერვული სისტემის მოდუნებას და განსაკუთრებით სასარგებლოა მოუსვენრობის, გაღიზიანების და უძილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ნიღაბი N2 - შვრიის ნიღაბი

  • 1/4 ავოკადო
  • 1 ს/კ თაფლი
  • 3 ს/კ შვრია

ეს ნიღაბი ერთ-ერთი შესანიშნავი დამატენიანებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენების შემდეგ თქვენი კანი რბილი, ხავერდოვანი და სუფთა იქნება.

ნიღაბი N3- კაკაოს ნიღაბი

  • 1 ს/კ კაკოს ფხვნილი
  • 1/3 პაპაია
  • 1 ს/კ ალოე ვერას წვენი

ალოე ვერა სავსეა ვიტამინებით A, C, E, B1, B2, B3, B6 და B12, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბზინვარების გამაძლიერებელი, კანის დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებები თითქმის შეუდარებელია. მისი ნაზავი პაპაიასთან, რომელიც გაჯერებულია ფერმენტებით და აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, თქვენს კანს განსაკუთრებულ ბზინვარებას შესძენს.

მოამზადა მარიამ ფერაძემ