ზოგისთვის "სტრიები" იმდენად გამაღიზიანებელია, რამდენადაც აკნე, ზოგისთვის კი ის უბრალოდ ადამიანის სხეულის ბუნებრივ სილამაზეს წარმოადგენს. ტექნიკურად კი, "სტრიები" ნაწიბურებია, რომლებიც ჩვენი კანის ზედმეტად დაჭიმვის ან შეკუმშვის შედეგად ვითარდება. ახლად გაჩენილი "სტრიების" მოშორება ბევრად მარტივია.
"სტრიების" მოშორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ე.წ. მშრალი დავარცხნა
„მშრალი დავარცხნა“ ლიმფური დრენაჟის ფორმაა და სქელ, ჯაგარივით მაგარ ფუნჯს მოითხოვს. შხაპის მიღებამდე გაიხეხეთ სხეული ქვევიდან ზევით მოძრაობით. "სტრიების" თვალსაზრისით, მშრალი დავარცხნა რეალურად დაგეხმარებათ კანის ქვეშ არსებული ცხიმოვანი დეპოზიტების შერბილებაში და მათ უფრო თანაბარ განაწილებას გამოიწვევს. რაც მთავარია, თუ თქვენ ამ რუტინას ყოველდღიურად დაიცავთ, თქვენი კანი გამოიმუშავებს ჭარბ კოლაგენს და "სტრიების" რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება.
რეტინოლი
რეტინოლი A ვიტამინის ფორმაა, რომელიც უშუალოდ უჯრედების რეცეპტორებზე მოქმედებს. რეტინოლის შემცველი პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმში კოლაგენის გამოყოფას, იწვევს კანს აქერცვლას და მის დატენიანებას. საბოლოოდ, "სტრიების" რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება ან საერთოდ ქრება.
დატენიანება
საკმაოდ მარტივია, არა? ზეთებისა და ბუნებრივი დამატენიანებლების მთავარი ფუნქცია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ცხიმოვანი ბალანსის აღდგენაა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი. იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. "სტრიების" გასაქრობად თბილი ზეითუნის ზეთი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
მასაჟი
მასაჟი "სტრიების" მოშორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. პროცედურა აუცილებლად თბილ კანზე უნდა ჩატარდეს. ამისთვის მოამზადეთ ცხელი აბაზანა. აბაზანის მიღების შემდეგ პრობლემური ადგილები პირსახოცით დაიზილეთ გაწითლებამდე. პროცედურის შემდეგ კანზე დაიტანეთ დაჭიმვის საწინააღმდეგო კრემი. მასაჟი ხელს უწყობს ცირკულაციას და ახალი ქსოვილის ზრდას. კანის დაზელით სასურველი შედეგი მალე დადგება.