რჩევები

როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს

როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
ახალი წლის მოახლოება, სადღესასწაულო განწყობის გარდა, ზამთრის გამოფენის მომასწავებელიცაა. დეკემბრის პირველ შაბათს, ტრადიციულად, სასტუმრო „შერატონში“, ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული 2022 წლის ზამთრის საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა. ეს არის ზამთრის ჯადოსნური გამოფენა, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს. საქველმოქმედო გამოფენა არის შესაძლებლობა, რომ ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაერთიანდნენ. საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ ხელნაკეთი პროდუქციით, ტრადიციული სამზარეულოთი და საჩუქრებით.

ფონდების მოზიდვის წლის ყველაზე მთავარ ღონისძიებაში - ზამთრის გამოფენაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა საელჩომ და
100-ზე მეტმა ქართულმა თუ უცხოურმა კომპანიამ მიიღო. გამოფენას ფრანგული პარფიუმერიის საერთაშორისო კოსმეტიკური ბრენდი - „ლოქსიტანი“ საქველმოქმედო მიზნით წელს პირველად შეუერთდა, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა და ღონისძიებაზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრებიც გადასცა. ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი 1976 წელს შეიქმნა. ის 93 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი. მათ შორის ისეთ ქალაქებშიც, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. მათ რიცხვს შორის უკვე თბილისიცაა. ფრანგული ბრენდი ზრუნავს, რომ მხოლოდ სუფთა და ნატურალური შემადგენლობით გამოირჩეოდეს.

„ლოქსიტანისთვის“ დიდი პატივია ქალთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IWA) თანამშრომლობა და დღევანდელ ღონისძიებაში ჩართულობა, რადგან საქართველოც იზიარებს ბრენდის გლობალურ სტრატეგიასა და ღირებულებებს. მოხარულნი ვართ, რომ ისეთი დიდი ორგანიზაცია, როგორიცაა IWA, ასევე მოღვაწეობს საქართველოში, აერთიანებს ძლიერ ქალებს და ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც დავუჭიროთ მხარი ასეთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტებს“, - ფრანგული ბრენდ „ლოქსიტანის“ გენერალური დირექტორი საქართველოში, ლიკა ლობჟანიძე.

ზამთრის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვამ მრავალ ადგილობრივ და უცხოელ დამთვალიერებელს უმასპინძლა. ღონისძიება 1996 წელს თბილისში მცხოვრებ ემიგრანტ და ქართველ ქალთა ჯგუფის მიერ დაარსებული ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა იოჰანა მიულმანმა წითელი ლენტის გაჭრით გახსნა.

„საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია 26 წლის წინ დაფუძნდა. ჩვენი საქველმოქმედო მუშაობა ფოკუსირებულია საჭიროების მქონე ქალებსა და ბავშვებზე. დღეს აქ ვართ და ეს ჩვენი ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელსაც ფინანსური სახსრების მობილიზებისთვის ყოველწლიურად ვაწყობთ. ჩვენ ეს ღონისძიება გვქონდა გასულ წელს, ამ წელსაც და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელსაც გვექნება და შევძლებთ, რომ მოვიზიდოთ თანხები ბევრი სპონსორის დახმარებით, ისეთების, როგორიც, მაგალითად, „ლოქსიტანია“; ასევე, საელჩოების დახმარებით, რომლებიც საქართველოში მუშაობენ. კომპანიებს და საელჩოებს მოაქვთ ადგილობრივი პროდუქცია, აკეთებენ საკვებს და აცხობენ, რათა აქ გაყიდონ თანხის მოზიდვის მიზნით. ეს დიდებული დღეა და როდესაც ეს ხდება, ყველა ძალიან ბედნიერია“,- საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი იოჰანა მიულმანი.

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია მხარს უჭერს სიღარიბის ქვეშ მყოფი, მძიმე ჯანმრთელობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. ამიტომ, ზამთრის ჯადოსნურ გამოფენა-გაყიდვის ორგანიზაციაში ჩართვა თავისთავად გულისხმობს დახმარების სურვილს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2022 წლის ზამთრის ბაზრობაზე. ეს ჩვენი ყველაზე დიდი ღონისძიებაა, სადაც ფინანსური სახსრების შეგროვება ხდება. ამ ღონისძიებას წელიწადში ერთხელ ვაწყობთ. მას მხარს უჭერს ძალიან ბევრი საელჩო და კომპანია, როგორიც „ლოქსიტანია“. შესაბამისად, ძალიან მოხარული ვართ, რომ აქ ხართ წარმოდგენილი. მთელი თანხა, რომელიც მოგროვდება ამ ღონისძიების ფარგლებში, მოხმარდება საჭიროების მქონე ადამიანებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ფინანსური სახსრის მობიოლიზებას შევძლებთ, რათა საჭიროების მქონე ადამიანებს დავეხმაროთ. მადლობას ვუხდით კომპანია „ლოქსიტანს“, რომელიც ამ ყველაფერს მხარს უჭერს. ძალიან მიყვარს თქვენი პროდუქცია და იმედი მაქვს, რომ ზამთრის ბაზრობაზე წარმატებული იქნებით“, - საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ფონდის თავმჯდომარე სარა ანა კამერშეი.

კომპანია „ლოქსიტანი“ უკვე 46 წელია ქალებს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქციას პირდაპირ პროვანსიდან სთავაზობს. ბრენდის სახელი - L’Occitane ნიშნავს „ქალბატონებს ოქსიტანიიდან“. ოქსიტანია სამხრეთ საფრანგეთის ძველი გეოგრაფიული დასახელებაა, სადაც „ლოქსიტანის” პროდუქციის მთავარი ინგრედიენტები: ლავანდა, ნუშის ხე, ვერბენა და უკვდავა ხარობს.

„ფრანგული ბრენდი, გარდა იმისა, რომ მხოლოდ სუფთა და ნატურალური შემადგენლობისაა, გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით - საფრანგეთში, პროვანსში, თავად ფლობს საკუთარ პლანტაციებს, 5200 ჰექტარზე მეტ მიწას , სადაც დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 110 ფერმერი და 10 000-ზე მეტი მკრეფავი, მათ მოჰყავთ 300-ზე მეტი ინგრედიენტი. ამით ლოქსიტანი ხელს უწყობს ბუნების განვითარებას და ადამიანების დასაქმებას რეგიონში. ბრენდი მთელ მსოფლიოში მომხმარებელს მხოლოდ გამორჩეულ, ბუნებრივ პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ფრანგული სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიაში. მოხარული ვართ, რომ „ლოქსიტანის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოშიც არის“, - ფრანგული ბრენდი „ლოქსიტანის“ ბრენდ ამბასადორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირინა ონაშვილი.

ღონისძიებაზე მისული სტუმრების განწყობაზე მომღერალთა გუნდი საშობაო სიმღერების შესრულებით ზრუნავდა, საკუთარი პროდუქციის გასაცნობად კი სხვადასხვა დახლთან სტუმრებს საქართველოში აკრედიტებული ელჩები და მათი მეუღლეებიც ხვდებოდნენ.

14 წლის განმავლობაში, ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ზამთრის გამოფენა-გაყიდვა პოპულარულ ატრაქციონად იქცა, რომელიც პროდუქტების განსაკუთრებულ საერთაშორისო ასორტიმენტს საშობაო სეზონისთვის გვთავაზობს. 2017 წლის გაზაფხულზე IWA-მ მიიღო ოფიციალური საქველმოქმედო სტატუსი, რაც ორგანიზაციას უმყარებს პოზიციას, როგორც ოფიციალურად აღიარებულ, სერიოზულ და კარგად მართულ ორგანიზაციას.

„ლოქსიტანის“ ყვითელი ბუტიკი ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #40-ში მდებარეობს. სულ რამდენიმე დღეში, ფრანგული სუნამოების, სხეულისა და სახის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია „ლოქსიტანი“ თბილისში კიდევ ერთ სილამაზის სივრცეს, ამჯერად "სითი მოლში" შემოგვთავაზებთ, სადაც გელით ბევრი სიახლე, გამორჩეულად პროდუქცია და ჯადოსნური გარემო.

R
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93