თუ უკვე გადაწყვიტეთ, რა სამოსი ჩაიცვათ საახალწლოდ, დროა მაკიაჟზეც დაფიქრდეთ. აუცილებელი ის განწყობის შესაბამისად შეირჩეს, მაგრამ არ დაივიწყოთ ტენდენციები: საშობაო სეზონისთვის ვიზაჟისტები ყველაზე კაშკაშა ფერებს გირჩევენ.
მბზინავი თვალები
უკვე რამდენიმე წელია, მბზინავი ქვები სილამაზის ტენდენციის სათავეშია. თუ ადრე ისინი ექსტრავაგანტურად ითვლებოდნენ, ახლა მისი გამოყენება ყოველდღიურ მაკიაჟშიც შეგიძლიათ.

წითელი ტუჩები
დარწმუნებული იყავით, რომ მაცდუნებელი, თითქმის ბლანტი კაშკაშა წითელი ტუჩები წვეულების მთავარ ვარსკვლავად გაქცევთ. გროტესკული მაკიაჟის გასამეორებლად, მდგრადი მქრქალი პომადითა და თხევადი შუშის ეფექტით გლოსით შეიარაღება დაგჭირდებათ: სხვათა შორის, ის სულ მცირე სამ ფენად უნდა წაისვათ.

რეტრო
უფრო ბუნებრივი გარეგნობის მოყვარულებს გირჩევთ, ინსპირაციისთვის 1960-იანი წლების სტილში არსებულ მაკიაჟი გამოიყენოთ, რომელშიც აქცენტი ძირითადად თვალებზე კეთდება. იმისათვის, რომ ხელახლა შექმნათ რეტრო იერი, მაღალი ხარისხის თვალის ლაინერი დაგჭირდებათ, დააკვირდით 60-იანი წლების ვარსკვლავების სოფია ლორენისა და ოდრი ჰეპბერნის სურათებს.

ქამელეონი
გსურთ გახდეთ წვეულებების მთავარი ვარსკვლავი? შეაჩერეთ არჩევანი ქამელეონის ეფექტის მქონე კოსმეტიკის სასარგებლოდ. ასეთი ჩრდილები და ჰაილაითერები ანათებს ნებისმიერ შუქზე (თუნდაც ყველაზე მკრთალზე). უფრო მეტიც, ისინი გაბრწყინებენ სიბნელეშიც, ამიტომ თქვენს სილამაზეს ვერავის ვერ შეედრება.
