დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს აკნეს მკურნალობის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. როგორც ანუკი წერს, მას ეს პრობლემა სამი წლის წინ არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად გაუჩნდა, ახლა კი მისგან სამუდამოდ გათავისუფლდა:
"ბევრი წერილი მივიღე, როგორ ვუმკურნალე კანეს, რომელიც სამი წლის წინ არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად უეცრად დამემართა, ამავდროულად, დაერთო ჰორმონალური ფონიც. 6 თვის განმავლობაში უამრავი ხერხი ვცადე, რომლებიც მრავალმხრივ არის გაზიარებული სოციალურ ქსელში, თუმცა შედეგი არ მქონდა. ყოველდღიურად უარესდებოდა და ელემენტები მკაფიოდ მრავლდებოდა. უკვე ფარხმალდაყრილი, სრულიად შემთხვევით, ბავშვთან ჩანიშნული ვიზიტით, აღმოვჩნდი კლინიკა "მარჯანში" ატენზე, სადაც დერმატოლოგმა ჩემი მდგომარეობა სწორად შეაფასა. დავიწყე კომპლექსური მკურნალობა და ორ კვირაში დავინახე, რომ აკნე აღარ მრავლდებოდა, დარჩენილი ელემენტების ალაგებაც დაიწყო. სწორი მკურნალობით აუცილებლად დაიბრუნებთ კანის პირვანდელ სახეს, არ დანებდეთ, აკნე განაჩენი არ არის" - წერს ანუკი არეშიძე.