ალოე ვერა

ეს ცხიმიანი თმის მოვლის საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. თმაზე გამოსაყენებლად დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი და შამპუნი. ეს ინგრედიენტები კარგად აურიეთ და გამოიყენეთ შამპუნის სახით. გააკეთეთ კვირაში ორჯერ და მალე დაინახავთ ცვლილებებს თმის ტექსტურასა და ცხიმიანობაში.
შავი ჩაი

აიღეთ
ლიმონის წვენი

ლიმონი თავისთავად მრავალმხრივი ინგრედიენტია და უამრავ სარგებელს იძლევა, როცა საქმე თმას ეხება. აიღეთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი და დაუმატეთ წყალი. წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში ბოლოს კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხი და ლიმონის წვენი

კვერცხისა და ლიმონის წვენის კომბინაციამ შეიძლება საოცარი შედეგი მოგცეთ. აიღეთ 2 კვერცხი და გამოაცალეთ გული, დაუმატეთ მას ლიმონის წვენი. კარგად შეიზილეთ სკალპზე და გაიჩერეთ 10 წუთი. საბოლოოდ, გრილი წყლით ჩამოიბანეთ.