რეკომენდაციების მიხედვით, შაქრის ყოველდღიური დოზა ზრდასრული ადამიანისთვის დაახლოებით 25-50 გრამია - ეს დაახლოებით 5-10 ჩაის კოვზ გრანულირებულ შაქარს უდრის. სწორედ ტკბილეულის ეს რაოდენობა არ მოქმედებს უარყოფითად კანსა და ფიგურაზე და დიეტურ ჩარჩოშიც ჯდება - თუ არ ვსაუბრობთ კეტო-დიეტასა და სხვა დაბალ ნახშირწყლოვანი წონის დაკლების გეგმებზე.
50 გრამი შაქრის ეკვივალენტები
ნახევარი რძიანი შოკოლადი
4 კანფეტი
4 პატარა ნამცხვარი
1 ტკბილი კრუასანი
2 პატარა კოვზი ნაყინი
გარდა ამისა, შაქარი ხილსა და თაფლშიც გვხვდება - ბევრს ხშირად ავიწყდება ეს და არ ითვალისწინებს
მათ ნახშირწყლების ყოველდღიური მიღებისას. ისწავლეთ დიეტის დაბალანსება მასში შაქრის მისაღები რაოდენობის დამატებით: როგორც ნატურალური პროდუქტების, ასევე საკონდიტრო ნაწარმის სახით. დიახ, ამას შეიძლება დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდეს, მაგრამ შედეგად, თქვენ ტკბილეულის დასაშვები პორციების თვალით განსაზღვრას ისწავლით.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.